„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორს ჯეისონ ლისა და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს შერმანდი ჭკუასელს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორს ჯეისონ ლისა და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს შერმანდი ჭკუასელს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

access_time2019-07-12 12:55:10


მემორანდუმის ფარგლებში „სამსუნგი“ ქართული კულტურისა და ტრადიციების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს. თანამშრომლობის პერიოდში სრულად განახლდება „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიებს გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიცო ფორმებიც. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.





„ეს პროექტი „სამსუნგისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ საქართველოში მოღვაწეობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. უკვე 13 წელია სამსუნგი საქართველოშია წარმოდგენილი, ვაწვდით ჩვენს მომხმარებელს ძალიან ინოვაციურ პროდუქტებს და ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ გვინდოდა დაგვებრუნებინა ის სიყვარული და პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ჩვენი ბრენდი იღებს მომხმარებლებისაგან. შესაბამისად, კულტურის სფერო მივიჩნიეთ საინტერესო მიმართულებად. ტრადიციები ძალიან დასაფასებელია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით და „ერისიონი“ შეირჩა სწორედ იმ ასწლეული ისტორიიდან გამომდინარე. ანსამბლი 135 წლისაა, იგი ინახავს ქართულ კულტურას და ტრადიციებს, აერთიანებს არა მხოლოდ ქართულ ცეკვებს, არამედ ფოლკლორულ სიმღერებს, მუსიკას და ეს ყველაფერი მომავალ თაობას რომ შევუნარჩუნოთ ამიტომ მივიღეთ ერისონთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება“ — განაცხადა კომერსანტთან „სამსუნგის“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა ეკა კვირიკაშვილმა.






„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს. კომპანია „სამსუნგში აცხადებენ, რომ ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ისინი ქართველი ხალხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების - კულტურის მხარდაჭერას გამოხატავენ. . მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.





საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია უამრავ წარმატებას. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. NASA–ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული. 135 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.





2019 წლის ბოლოს „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ერთობლივი ორგანიზებით, გრანდიოზული სოლო კონცერტი ჩატარდება.



მარიამ მორგოშია


(R)






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up