სამშობლოს ყოველი სანტიმეტრი ნებისმიერ არჩევნებსა და პოლიტიკურ ვნებებზე ძვირფასია - თამაზ გაიაშვილი

სამშობლოს ყოველი სანტიმეტრი ნებისმიერ არჩევნებსა და პოლიტიკურ ვნებებზე ძვირფასია - თამაზ გაიაშვილი

access_time2020-10-20 11:14:32

Georgian Airways-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი დავით გარეჯდაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"ჩემგან, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქისგან წინამდებარე განცხადების გაკეთება შესაძლებელია, ვინმეს უადგილოდ ეჩვენოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი გრძნობა მამოძრავებს: პირველი ის, რომ ჩემთვის, როგორც ქართველისთვის უაღრესად მტკივნეულია ქართული მიწის თითოეული გოჯის ბედი. მეორე და უმთავრესი ისაა, რომ მე, როგორც პროფესიონალი ავიატორი და მფრინავი კარგად ვერკვევი რუკებში.

მე, ვისაც მთელი 40 წელიწადი თვითმფრინავის შტურვალთან მაქვს გატარებული, ჩვენი პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანა, როგორც გაშლილი რუკა, 10-12 ათასი მეტრის სიმაღლიდან იმდენჯერ მაქვს ნანახი, რომ მისი საზღვრის ყოველი ხაზი და კონტური, ყოველი მონაკვეთი მუდმივად თვალწინ მიდგას... ​მე, ვისაც ათეულობით სპეციალური რეისი შემისრულებია ალმოდებულ აფხაზეთში და მრავალი დაჭრილი თანამემამულე ცეცხლის ხაზიდან გამომიყვანია - ალბათ, დამეჯერება, რომ ჩემთვის ყოველი გოჯი ქართული მიწისა უძვირფასესია. ​

საქართველო პატარაა. ციდან იგი უფრო პატარა ჩანს, რის გამოც ბევრჯერ მიგრძნია გულისწყვეტა. თუმცა, ეს ის გულისწყვეტაა, რომელიც სამშობლოს გაყვარებს. წინაპართა სისხლით მორწყულ ქართულ მიწაზე საუბარი განსაკუთრებით მტკივნეული ხდება, როდესაც საქმე მათ დანატოვარ უდიდეს სიწმინდეებს ეხება. ​ჩემზე უკეთესად ვინ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მართვის სისტემა აზერბაიჯანის მხარეს გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა, ვიდრე მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის 2006 წელს მოლაპარაკებები შედგა. ამ უცნაურ ფაქტს მე პირადად საჰაერო ნავიგაციის სისტემის თანამშრომელთა ნაკლებ პროფესიონალიზმს ვაბრალებდი. შემდეგ კი, როდესაც აზერბაიჯანული მხარე უშუალოდ დავით გარეჯის ტერიტორიას მოადგა, მივხვდი, რომ საქმე ქართული ტერიტორიების ხელყოფასთან გვქონდა.

​გასული საუკუნის 80-იან წლებში მე პატარა თვითმფრინავითაც დავფრინავდი გაცილებით დაბალ სიმაღლეებზე. ბევრი მაქვს ნაფრენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც. ამ ფრენების დროს მცირემასშტაბიანი რუკებითაც ვსარგებლობდი, სადაც ნათლად ჩანდა ჩვენი საზღვრები, რაც, რა თქმა უნდა, დავით გარეჯიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის უჩნდებოდა.


​არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ საკითხის გამწვავება საარჩევნო პერიოდს დაემთხვა. სამშობლოს ყოველი სანტიმეტრი ნებისმიერ არჩევნებსა და პოლიტიკურ ვნებებზე ძვირფასია. ​

მადლობა მინდა, გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც სერიოზულად გაისარჯნენ და მოიძიეს რუკები, რაც ასე მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გადაწყვეტაში. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მთელი არსებით ჩართულია და ყოველდღიურად იბრძვის ამ უაღრესად საჭირბოროტო პრობლემის მოსაგვარებლად. ​

ამ საქმეში სპეკულაცია და პოლიტიკური ინსინუაციები ყოვლად უადგილოა. ყოველი ქართველი, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, მხარში ამოუდგეს ხელისუფლებას, რომელიც ერთადერთია, ვინც ყველაფერზე პასუხისმგებელია და, ამავე დროს, უფლებამოსილიცაა საზღვრების დადგენასა და საკითხის კომპეტენტურად გადაწყვეტაში". ​​​​​​​​​​

თამაზ გაიაშვილი - მფრინავი,
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up