სამშენებლო სექტორი მშენებლობის სამინისტროს აღდგენას ითხოვს

სამშენებლო სექტორი მშენებლობის სამინისტროს აღდგენას ითხოვს

access_time2021-10-12 13:00:24

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარგში არსებული პრობლემის მოგვარება მშენებლობის სამინისტროს აღდგენით უნდა დაიწყოს. მათი თქმით,  მშენებლობაზე უკანონო ნებართვა ადვილად მოსაპოვებელ-გასაცემი გახდა სწორედ მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, როცა მიზანმიმართულად დაიწყო ბაზრის ლიბერალიზაცია და კონტროლი მაქსიმალურად შეასუსტეს.



მშენებელთა ლიგის თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის განცხადებით, დროულად თუ არ მიიღებენ ზომებს და არ იზრუნებენ მშენებლობის სამინისტროს აღდგენაზე, ბათუმის შემთხვევა არ იქნება უკანასკნელი და შეიძლება მსგავსი ფაქტი ნებისმიერ მომენტში მოხდეს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დედაქალაქში.


 

,,მშენებლობის სამინისტროს გაუქმება იყო დიდი შეცდომა. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მმართველობაში მოვიდა, პირველი რაც გააკეთა, ამ სამინისტროს გაუქმებაა. იგივე მოხდა იმ პერიოდში უკრაინაშიც - მშენებლობის სამინისტრო გაუქმდა პრეზიდენტ იუშენკოს გადაწყვეტილებით, თუმცა უკრაინელებს  ეყოთ ჭკუა და უწყება წელიწადნახევარში აღადგინეს. ჩვენ შემთხვევაში, 17 წელი გავიდა და ამ საკითხს ვერ მივხედეთ.  სამშენებლო კომპანიების მხრიდან უამრავი შემთხვევაა, რომ გადაიხადეს ფული და იყიდეს მშენებლობის ნებართვა, უსაფრთხოებაზე არავინ იზრუნა. ბათუმში დანგრეული შენობა დაახლოებით 50 წლისაა. ეტყობა, ისე მოხდა დაშენება, მერე კი საყრდენი კედლის დარღვევა, რომ არავინ შეამოწმა წინასწარ, ძველი შენობა იყო, ისედაც ძლივს ედგა სული და ვერ გაუძლო. მშენებლობის სამინისტრო რომ  აქამდე აღედგინათ, პრობლემის დიდი ნაწილი უკვე მოგვარდებოდა და შეიძლება ეს ტრაგედიაც აგვეცილებინა თავიდან“, - ამბობს საკანდელიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.

 


მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სანამ ეს უწყება არ განაახლებს მუშაობას, თბილისის მოსახლეობა უსაფრთხოდ ვერ იქნება.





მშენებლობის სამინისტროს აღდგენა  ერთ-ერთი საკითხია, რაზეც მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა 11 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.



,,სპეციალისტებმა, ცხადია, უნდა შეიმუშაონ კანონმდებლობა, მე ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია, მაგრამ სჯობს – დროზე გავაკეთოთ – ეს არის მშენებლობის სამინისტრო. თან ეს მშენებლობა ცუდია თუ კარგია, მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს, ამის რეგულაცია და სწორ ჩარჩოებში მოქცევა არის აუცილებელზე აუცილებელი. მე მგონია, რომ ეს არის პრიორიტეტი, რადგან თბილისისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხე ავარიული ფონდია. ზომებს დროულად თუ არ მივიღებთ, რამდენიმე წელიწადში კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“, – განაცხადა როსტომაშვილმა.

 


ცნობისთვის, მშენებლობის სამინისტრო 2004 წელს გაუქმდა. მშენებლობის სამინისტროს გაუქმება იყო ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოსულმა ნაციონალურმა მიძრაობამ ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში განახორციელა.

 


სამინისტროს შენობა მოგვიანებით  საქართველოს ბანკმა შეიძინა. შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.



რეკონსტრუქციის პროექტის (არქიტექტურული სახელოსნო „დეფანი“) განხორციელების შემდეგ შენობაში განთავსდა საქართველოს ბანკის სათავო ოფისი.

 

მარი ჩიტაია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up