2020 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა და 59 000 შეადგინა.
ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2014 წლიდან.
ზოგადად დასაქმება სამშენებლო სექტორში სხვადასხვა წლებში განსხვავებული იყო - ხან მეტი, ხან ნაკლები, თუმცა, 2020 წლის მაჩვენებელი უპირობოდ ყველაზე დაბალია.
2014 წელს სამშენებლო სექტორში მუშაობდა 69 000 ადამიანი, 2015-ში - 71 000, 2016-ში - 75 000, 2017-ში - 76 000, 2018-ში - 74 000.
2019 წლის პირველი კვარტლიდან, საკრედიტო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დასაქმებამ სექტორში სწრაფი კლება დაიწყო - 2019 წლის პირველ კვარტალში 60 000, თუმცა ამას მალევე მოჰყვა აღდგენა - უკვე მე-2 კვარტალში - 69 000, მე-3-ში - 72 000, მე-4-ში - 72 600.
2020 წელს სამშენებლო სექტორში დასაქმების შემცირება პანდემიის გამო დარგში ვარდნასთანაა დაკავშირებული.
ასევე მკვეთრადაა შემცირებული სამშენებლო სექტორში საშუალო ხელფასის (საშემოსავლოს გადახდამდე) ოდენობა.
2014 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 948 ლარი იყო, 2015-ში - 1190, 2016-ში - 1272, 2017-ში - 1473, 2018-ში - 1 784, 2019-ში - 2051, 2020-ში კი - 1 700 ლარი თვეში.
GBC.GE