სამშენებლო სექტორში პროფესიული უნარების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თემაზე თბილისში კონფერენცია იმართება

სამშენებლო სექტორში პროფესიული უნარების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თემაზე თბილისში კონფერენცია იმართება

access_time2019-01-29 12:53:19

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), GIZ-ის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს თანამშრომლობის ფორუმს მასპინძლობს, სახელწოდებით – „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“.


ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი თემა საქართველოში სამშენებლო სექტორში პროფესიული კვალიფიკაცია იქნება. სამშენებლო კომპანიების, ასოციაციების, სასწავლო საწარმოებისა და სამინისტროების წარმომადგენლებს შორის გაიმართება დიალოგი, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ სამშენებლო სექტორი ევროპული სტანდარტების შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალი კადრებით. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დუალური პროფესიული სწავლების განხორციელებას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო მშენებლობის მიმართულებით შვიდ პროფესიულ პროგრამაზე, ათ სამშენებლო კომპანიასა და სამ პროფესიულ კოლეჯში.


ფორუმის ფარგლებში, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ მშენებლობაში ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების (OHS), ენერგოეფექტურობისა და პროფესიული განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, აგრეთვე, დაგროვილ გამოცდილებებზე.



ღონისძიებას გახსნიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე/საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორი კარლ ფრიდრიხ ტესტენსენი.

ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი.

სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები წარადგენენ საკუთარ ხედვას შრომის უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე.


„სამშენებლო კომპანიებს დაურიგდებათ და შეხვედრაზე განიხილავენ სახელმძღვანელოს „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“, რომელიც GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD) TVET SC) მომზადდა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით, მდგრადი ენერგიისა და გარემოს ექსპერტთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად. სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკულ მითითებებს და ინსტრუქციებს კერძო სექტორისთვის, რათა ფართოდ დაინერგოს და გაიზარდოს შენობების ენერგოეფექტური სტანდარტები. სახელმძღვანელო ასევე მოიცავს მსოფლიოში პროგრესირებადი კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ სხვადასხვა საფრთხეებს, ენერგოდაზოგვის გზებს, როგორც გლობალური ძალისხმევის ნაწილს და მის როლს მდგრად მშენებლობაში“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.


ღონისძიება GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) მხარდაჭერით ჩატარდება, რომელიც ხორციელდება საქართველოში პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.






აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით

აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით
access_time2019-06-27 13:00:01
20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებით ეხამურება. საელჩო მოუწოდებს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. მათივე განცხადებით, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. “მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა...

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...


მსგავსი სიახლეები

up