სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება გამკაცრებულმა რეგულაციებმა განაპირობა

სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება გამკაცრებულმა რეგულაციებმა განაპირობა

access_time2019-03-13 09:00:03

„სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება გამკაცრებულმა რეგულაციებმა განაპირობა,“-ამის შესახებ „კომერსანტს“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „არსის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ განუცხადა. მისი განცხადებით,  2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი შენობა-ნაგეგობების უსაფრთხოების შესახებ, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჯერ კიდევ არსებობდა პროექტები, რომლებიც მანამდე იყო დამტკიცებული და 2017 წლის განმავლობაში მათი ამოყიდვა ხდებოდა.


აბულაძის განმარტებით, ახალი პროექტები  ახალი დადგენილების მიხედვით მტკიცდებოდა, ამის პარარელურად, 2018 წლის დასაწყისიდან მკაცრდება და რთულდება ნებართვების გაცემა.


„მნიშვნელოვანია აღინიშნოს რა მომენტში ხდება ინვესტიციის ჩადება. შეიძლება ფული იდოს ანგარიშზე, მაგრამ ჩადებას არ ჰქონდეს აზრი თუ არ გაქვს მშენებლობის ნებართვა, ინვესტიციის განხორციელება კი ნებართვის გაცემის შემდეგ იწყება.  იმის გამო, რომ შემცირდა ნებართვების გაცემა, რაოდენობრივად, შემცირდა ინვესტიციებიც.


გარდა ამისა, შემოვიდა ტრანსპორტის და გამწვანების კომპონენტი, რომელმაც ყველაფერი გაართულა. ასევე გამკაცრდა  (სტანდარტის აწევა)  და რთულდება (ბიუროკრატია)  მოთხოვნები, რომელმაც ადმინისტრაციული ერთეულები რთულ სიტუაციაში ჩააყენა.  მათ არ ჰქონდათ იმის კომპეტენცია, რომ ესენი შეემოწმებინათ და დაელაგებიანთ. დაბნეულობა იყო დეველოპერულ სექტორშიც,“ აცხადებს აბულაძე.



მისი განცხადებით, მერიაში იმის მიუხედავად, რომ ბევრი კარგი  რეფორმა მიმდინარეობს,  ერთი ფანჯრის პრინციპი დაირღვა.  როგორც აბულაძე განმარატვს, ძალიან მნიშვნელოვანია ინახოს რამდენად შემცირდა დღგ-ი და ხომ არ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება იმისი მიზეზი, რომ ინვესტორმა,  ვისაც ჩადებული ჰქონდა ეს ფული, მოგება უკან არ გაიტანა.


„მნიშვნელოვანია, სფეროდან დღგ-ი  ბიუჯეტში რამდენია შესული. თუ აღმოჩნდა, რომ დღგ არ შემცირებულა, ეს ნიშნავს იმას, რომ  კლება რეალურად არ გვაქვს და ხალხმა ვინც უცხოური ინვესტიციას განახორციელეს, ფული ქვეყანაში დატოვეს, ეს კი კარგის ნიშანია. რაც შეეხება პროგნოზს, ბიზნესი საბანკო რეგულაციების გარდა, ყველა არსებულ რეგულაციას მიეჩვევა. ამას ფეხი უნდა აუწყოს როგორც დეველოპერმა, ისე მერიამ. მუნიციპალიტეტმა  სტანდარტი აწია და კარგია, თუმცა, ამან გამოიწვია ბიუროკრაკრატიის გაზრდა და გართულებები, რაც ცუდია. “-აღნიშნავს აბულაძე.

 

როგორც ცნობილია, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს სამშენებლო სექტორში სულ $103 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც 2017 წელს არსებულ $283 მილიონთან შედარებით 63%-ით ნაკლებია.


„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში $1.23 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია. მეტიც, ეკონომიკის 10 მთავარი საინვესტიციო სექტორიდან 6-ში ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 




"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული, როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო
access_time2021-08-03 13:00:59
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ შვედეთის მაჩვენებელს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველომ ერთხელ ძალიან მკაცრი და მეორე მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა, შვედეთმა მინიმალური შეზღუდვების გზა არჩია. 1.5 წლიანი დაკვირვების შემდეგ სტოკჰოლმის გადაწყვეტილების მიმართ დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა, ის აბსოლუტურად მიუღებლიდან მისაღები გახდა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კოვიდის პირველი...

IRI – მოწონების ინდექსის სამეული: პატრიარქი, კალაძე, გახარია. პარტიები: ოცნება, ნაციონალები, საქართველოსთვის

IRI – მოწონების ინდექსის სამეული: პატრიარქი, კალაძე, გახარია. პარტიები: ოცნება, ნაციონალები, საქართველოსთვის
access_time2021-08-02 18:30:48
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, გამოკითხულთა მოწონების მიხედვით, პირველ სამეულში ილია მეორე, კახა კალაძე და გიორგი გახარია არიან – პატრიარქი ილია II გამოკითხულთა 88%-ს ძალიან მოსწონს, 7%-ს არ მოსწონს, 1%-ს არასდროს სმენია მის შესახებ, 5% პასუხი არ აქვს. დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 58%-ს, 37%-ს არ მოსწონს, 1%-ს არ სმენია მის...


მსგავსი სიახლეები

up