ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ

ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ

access_time2019-12-06 11:40:11

ქართულ სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირებაზე „კომერსანტმა სხვადასხვა მხარის პოზიციები არაერთხელ გააჟღერა. ამჯერად ყოფილი მინისტრებისა და საავტომობილო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების პოზიციით დავინტერესდით. უფრო კონკრეტულად კი,  რატომ გაქრნენ ადგილობრივი  კომპანიები სამშენებლო სექტორიდან მაშინ, როდესაც წლების წინ ქვეყანაში არსებული სამუშაოების 80 პროცენტს ქართული კომპანიები ასრულებდნენ? ამ კითხვებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს მივმართეთ.


ყოფილი მინისტრი ამჟამად აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილის  პოზიციას იკავებს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ დარგის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირველი პირი იყო , საკითხის შეფასებისგან თავი შეიკავა.


„კერძო კომპანიებთან არანაირი შეხება არ მაქვს და რამე ისეთს თუ ვიტყვი, რომ ვინმეს არ მოეწონოს, ეს იქნება სახელმწიფოს მაკონტროლებელი სტრუქტურიდან გარკვეული  ზეწოლა.  შეიძლება ადრე მეხებოდა ინფრასტრუქტურა, მაგრამ იგივენაირად,  მე შეიძლება გუშინ მოჭადრაკე ვიყავი, მაგრამ სხვა პოსტიდან ყველაფერი სხვანაირად ფასდება.“ - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე გიორგი სეთურიძეს პრობლემა თვალშისაცემად ეჩვენება, თუმცა, მსხვილი ელიტური კომპანიების დომინირებას, ტენდერებში არათანაბარ კონკურენციას კატეგორიულად უარყოფს.  ამბობს, რომ კომპანიები არ გამქრალან, ბევრი ქართული კომპანია ბოლო წლების მანძილზე განვითარდა, თუმცა მსხვილ ტენდერებში მათი სირთულის და სიდიდის გამო ვერ მონაწილეობენ. 



„თუ სახელმწიფოს აქვს მილიარდი ლარის  სახელმწიფო პროექტი სატენდეროდ, არ უნდა  ჩაწეროს მოთხოვნებში, რომ  კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ  მისი ნახევარი პროექტის განხორციელების გამოცდილება? არაკონკურენტულ გარემოს ამ სექტორში  არ ვადასტურებ. ბევრი კომპანია მონაწილეობს  სამშენებლო ტენდერებში და ვინც არ მიიღო მონაწილეობა იმათ ვკითხოთ.დღევანდელი სატენდერო შემოთავაზებების სატენდერო ფასი ყველაზე დაბალია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოვანი ფაქტორები არის მინიმალური ან საერთოდ არ არის, ჩვენთან წარმატებულად დასრულებული პროექტები ზუსტად იგივე ხარისხით და საერთაშორისო ნორმატივებით სრულდება.“- აღნიშნავს სეთურიძე. 


რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იზრდებიან ქართული კომპანიები,სეთურიძის პოზიცია შემდეგია:  „აქ უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო. შემსყიდველ ორგანიზაციას რომ მოუნდეს, რომ ხელი შეუწყოს ინდუსტრიას,შეიძლება არ განახორციელოს ის დამხმარე მექანიზმები, რომელიც ბიზნესს ხელს შეუწყობს მხოლოდ და მხოლოდ იმის შიშით, რომ მერე   დაბრალდება მას რაღაც. ამიტომაა უცხოური კომპანიები. პირველი მიზეზი, რატომაც ქართული კომპანიები არ ან ვერ მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში, არის კონტრაქტების სიდიდე და სირთულე. „გეო გრუპი“ „ბლექ სი გრუპი“ „ფერი“ და ბევრი სხვა კომპანიები არსებობს დღეს, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიის საფუძველია. არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რომ ქართულ ბიზნესს ხელი შევუწყოთ.  შემსყიდველსაც პრობლემად უნდა მიაჩნდეს არსებული მდგომარეობა. ყველა თანაბარ პირობებში ჩააყენოს და პრობლემის აღმოფხვრაზე იმუშაოს და არა კომპანიების დაჯარიმებაზე და ასე შემდეგ. ბოლო წლებში არათანაბრად განვითარდნენ ამ სექტორში კომპანიები,თუმცა პრობლემა დაძლევადია, საქართველოში ინფრასტრუქუტურული პროექტები მოიმატებს.  წარუმატებელი ორგანიზაციები ეძებენ მიზეზს სხვაგან, მიზეზი უნდა ვეძებოთ კანონმდებლობაში, ორგანიზაციაში და ასე შემდეგ.“ - ამბობს სეთურიძე.


„ძალიან ცუდი ტენდენციაა დღეს ზოგადად ამ საკითხების კომენტირებისას ერთი ჯადოსნური სიტყვის გამოყენება  - „კორუფცია“ და თვითონაც არ იციან კორუფცია რა არის  , რაში გამოიხატება და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.  სინამდვილეში, არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამა თუ იმ დონეზე კორუფცია არ არის და იმ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი მექანიზმები ამის აღმოჩენის და აღმოფხვრის. ამ საქმეში ჩვენი ქვეყანა ერთერთი წარმატებულია. ამ ტერმინის ასე გამოყენება დაბალი ხარისხის შეფასებაა.   პრობლემები არის ინდუსტრიაში, რომელიც არის ძირეულად შესასწავლი.


საქართველოში არიან კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ ეს მსხვილი პროექტები ტექნიკურად შეასრულონ, მაგრამ არ მონაწილეობენ ტენდერებში, ამის მიზეზი არის ფინანსური მხარე, თავისუფალი სახსრები, იმ შემთხვევაში თუ დიდ ტენდერებზეა საუბარი და მას ვერ დავანაწევრებთ - კომპანიები ბრუნვებით ვერ აკმაყოფილებენ პროექტის მოთხოვნებს. ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სულ ორი ობიექტია, რომელსაც ქართველები ვერ ააშენებენ, ეს არის ალბათ ქვეშეთი-კობის გვირაბი და ამ გზაზე ხიდი, რომლის გამოცდილებაც არ აქვთ. ნამდვილად დიდი პრობლემაა, რომ ამ წლების მანძილზე არ წარმოიქმნა მეტი კომპანია და არ განვითარდა, მაგრამ როგორ უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა? აქ უკვე ვაწყდებით სისტემურ პრობლემას, რომელსაც უფრო სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, რომელზეც ალბათ უნდა იზრუნოს შემსყიდველმაც, თუ არის ასეთი პოლიტკა და მიზანი დასახული, რომ ქართული კომპანიები მეტი გვყავდეს სხვადასხვა პროექტებში. - აღნიშნა სეთურიძემ.


„Forbes Georgia“- მ „Grant Thornton“-თან და „EBIT Group“- თან ერთად სამშენებლო კომპანიების რეიტინგი მოამზადა. სიაში მოხვედნენ კომპანიები რომლებიც  საცხოვრებელ სახლებს, ავტომაგისტრალებს და გვირაბებს აშენებენ. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია 20 უმსხვილეს სამშენებლო კომპანიაში ყოველი მეორე მშენებელი უცხოური კომპანიაა.



მარიამ მორგოშია




„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up