სამშენებლო სექტორის ახალი გამოწვევები - დეველოპერების ნაწილი მშენებლობებს აჩერებს

სამშენებლო სექტორის ახალი გამოწვევები - დეველოპერების ნაწილი მშენებლობებს აჩერებს

access_time2020-03-23 20:00:10

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების მიუხედავად, ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი ნაწილი შეუფერხებლად გრძელდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების და მშენებლობების განხორციელება ნებადართულია. მათი ინფორმაციით, ამ მიმართულებებზე განსაკუთრებული ამკრძალავი ნორმების დაწესება გათვალისწინებული არ არის.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის ფონზე, როგორ აგრძელებს მუშაობას სამშენებლო სექტორი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და ხომ არ შეექმნათ სამშენებლო მასალების დეფიციტი.

 

სანამ ქვეყანაში კორონავისრუსი გავრცელდებოდა დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფი“ 5 სასტუმროს მშენებლობას ახორციელებდა. პროექტებში დაახლოებით 18 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. კომპანიის დამფუძნებელი დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ შექმნია, თუმცა, ეკონომიკური პრობლემების გამო დაწყებული სასტუმროების მშენებლობას ბოლომდე ვერ მიიყვანს.

 

„გუშინ არმატურა, ცემენტი და ბლოკი უპრობლემოდ გადავაგზავნე ქუთაისში, ბეტონის ჩასხმაზე უარი მითხრეს მაგრამ, დღეს ჩვეულებრივად მუშაობენ. ჩემს მომწოდებლებს პრობლემებზე არაფერი უთქვამთ.  ერთი სასტუმროს მშენებლობა დასრულების სტადიაშია, რემონტისთვის ყველაფერი „დომინოდან“ მომაქვს, მაგალითად, გუშინ  რბილი იატაკი მომიტანეს. მეორე მშენებლობა, რომელიც ყიფიანის ქუჩაზეა, გავაჩერე, პროექტი რემონტის ეტაპამდე მივიყვანეთ, თუმცა დროები უნდა გავაჩერო, რადგან მას სხვანაირი პირობები სჭირდება. ასევე ორი სასტუმრო გამზადებული გვაქვს გახსნისთვის, ერთი „brose garden“, დეკემბერში გავხსენი და ახლა უკვე დაკეტილია. მეორე სასტუმრო აპრილში უნდა გამეხსნა, მაშინ როდესაც ტურისტული სეზონი იწყებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ დროისთვის მზად ყოფილიყო, ახლა ავეჯს ველოდებოდი, სახელიც მოფიქრებული გვქონდა- „მთაწმინდა გალერი“ უნდა დარქმეოდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ გეგმები შეგვიცვალა. როდესაც ეს ორი სასტუმრო გაიხსნება, დარჩენილ მშენებლობებს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავაგრძლებ. აშენებული სასტუმროები თუ ვერ გავხსენი რა აზრი აქვს მშენებლობების გაგრძელებას? 2 სასტუმროს ზარალი თვეში დაახლოებით 150 მლნ დოლარია, რთულია ასეთ პირობებში მუშაობა“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

 

მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს დეველოპერულ „კომპანია არქი“. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს „არქის“ სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ, მათ კი რაიმე სახის პრობლემების შესახებ „არქისთვის“ არ მიუმართავთ.


 

 „ამ ეტაპზე ყველა პროექტის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, სანამ არ აგვიკრძალავენ, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. ბუნებრივია სანიტარულ ზომებს ვიცავთ და მოვთხოვეთ ყველა კონტექტორს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი დაცული იყოს სრული აღჭურვილობა ჰქონდეს ყველა თანამშრომელს“, - აცხადებენ არქიში.

 

სამშენებლო მასალების კუთხით პრობლემები არ შექმნია არც პრემიუმ კლასის სამშენებლო კომპანია  „ორიონ ჯგუფს“. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიმდინარე მშენებლობა აქვს, როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე აცხადებს, საცხოვრებელი კომპლექსში სამშენებლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

„არანაირი დეფიციტი არც მასალის და არც მუშახელის არ გვაქვს, დღევანდელი მდგომარეობით ყველაფერი რიგზეა. ერთი ორი ადამიანი ვერ მოდის უბრალოდ იმიტომ, რომ ტრანსპორტირების პრობლემა აქვს, თორე სხვა კუთხით არანაირი შეფერხება არ გვაქვს. სამშენებლო მასალის მარაგი გვქონდა, ახლაც გვაქვს და ყველა მომწოდებელი მზადაა როდესაც ვეტყვით მასალა მოგვაწოდოს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გაყიდვებს შეეტყობა, თუმცა მომხმარებლის ზარები ყოველდღიურად შემოდის, ოფისში არ მოდიან პირადად, რომ ნახონ ბინები, მაგრამ დისტანციური ურთიერთობა ახალ მომხმარებლებთან ყოველდღე გვაქვს“ ,- აცხადებს ირაკლი ნიჟარაძე.

 

ორი აქტიური მშენებლობა დროებით შეაჩერა სამშენებლო კომპანია „ივერონმა“.  კომპანიის დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი აცხადებს, რომ,  მუშაობას მას შემდეგ განაახლებენ რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გადაივლის.

 

„ამ ეტაპზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით მასიური სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. როგორც კი შეიცვლება მდგომარეობა, გაათმაგებული ტემპებით გავაგრძელებთ მუშაობას. ვვარაუდობთ, რომ საფრთხე ერთ თვეში გადაივლის და როგორი კრიზისიც არ უნდა გვქონდეს მაქსიმალური მონდომებით ვიმუშავებთ“,- განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up