სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირების შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია არ აქვთ

სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირების შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია არ აქვთ

access_time2019-12-05 10:00:33

რამდენიმე დღის წინ „კომერსანტმა“ მოამზადა მასალა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ 20 უმსხვილეს სამშენებლო კომპანიიდან ყოველი მეორე მშენებელი უცხოური კომპანიაა. სწორედ ამიტომ მედიაჰოლდინგი დაინტერესდა რამ განაპირობა უცხოური კომპანიების დომინირება ქართული სამშენებლო სექტორში, რატომ გაქრნენ ადგილობრივი  კომპანიები მაშინ, როდესაც წლების წინ ქვეყანაში არსებული სამუშაოების 80 პროცენტს ქართული კომპანიები ასრულებდნენ?

 

დარგის ექსპერტები აცხადებდნენ, რომ არაქართულ კომპანიებში მაღალჩინოსნებისთვის წილში ჩაჯდომა უფრო ადვილია. ითქვა ისიც, რომ დღეს ბაზარზე ის მსხვილი ელიტური კომპანიები დარჩნენ, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაახლოებული და ძალიან ხშირად გამარტივებული შესყიდვებით სარგებლობენ.

 

დარგის სპეციალისტებისგან გასხვავებით მსხვილი ელიტური კომპანიებისა და თანამდებობის პირების მეგობრობის შესახებ არაფერი სმენია „ქართული ოცნების“ დეპუტატს ისკო დასენს. „დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი“ს წევრი უცხოური კომპანიების დომინირებას სამშენებლო სექტორში ქართული კომპანიების გამოუცდელობით ხსნის.

 

„მიმაჩნია, რომ უცხოური კომპანიების დომინირება არ არის კარგი ტენდენცია. ალბათ გამოცდილებაა მნიშვნელოვანი, რადგან ბევრი დამკვეთი გამოცდილ მშენებელს ეძებს. საქართველოში არიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანიები მაგრამ ცოტა. დამკვეთს უნდა, რომ პროექტი ნორმალურად განხორციელდეს, ძვირიც უჯდება, მაგრამ ის  ასეთ ხარჯზე მიდის. მაღალჩინოსნების ლობირების ფაქტი ჩემთვის უცნობია, არ არის გამორიცხული, რომ ხდებოდეს მაგრამ, მე ნამდვილად არაფერი მსმენია“,- განმარტავს ისკო დასენი.

 

პარლამენტარს, რომელსაც მაკონტროლირებლის ფუნქცია აქვს ამბობს, რომ სამშენებლო სექტორთან შეხება არ აქვს, ამიტომ ისკო დასენს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ან ინფრასტრუქტურული პროექტის უხარისხოდ შესრულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. დეპუტატს ინფორმაცია არც ქვეყანაში მოქმედი კლანების შესახებ არ აქვს.

 


„გულახდილად რომ გითხრათ პირველად მესმის კახური კლანის შესახებ, არც უჩა მამაცაშვილის კლანის შესახებ მაქვს ინფორმაცია, თუმცა, თეორიულად არ გამოვრიცხავ რომელიმე ჩინოვნიკს ჰქონდეს რაღაც ინტერესი. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ბიზნესში არის თავისუფლება, მე აქ დაბადებულ გაზრდილი ვარ და გარკვეული შემხებლობა ბიზნესთან ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ და შემიძლია ვთქვა, რომ შევიწროება როგორც ესეთი  არ ხდება. ერთადერთი ვიცი რომ ხელისუფლება აღარ ერევა ბიზნესში და აღარავის ატერორებს“, - აცხადებს ისკო დასენი.

 

ისკო დასენის მსგავსად ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩახედული არ არის „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი მირიან წიკალური. დეპუტატი აცხადებს, რომ როდესაც საუბარია სახელმწიფო დაკვეთებზე, უმეტეს შემთხვევაში ელექტრონული ტენდერი ტარდება. სწორედ ამიტომ,წიკალურის თქმით, მაღალჩინოსანს პროცესებში ჩარევა ძალიან გაუჭირდება. „კომერსანტის“ კითხვაზე სმენია თუ არა კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული პირობების შესახებ, პარლამენტარი გვპასუხობს:

 

„კომპანიაზე მორგებული პირობების საფრთხე რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი იყო, სახელმწიფო ცდილობს სამუშოები ისეთი კომპანიის მიერ იქნეს შესრულებული, რომელთაც გარკვეული გამოცდილება და გარკვეული ავტორიტეტი გააჩნია, რათა ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი ხარისხიანად განხორციელდეს. თუ პროცესი თავის ნებაზე იქნა მიშვებული და ნებისმიერს შეეძლება ტენდერებში მონაწილეობის მიღება, შეიძლება ისეთმა კომპანიებმა გაიმარჯვონ, რომლებსაც არც ძალა აქვთ არც გამოცდილება პროექტის განსახორციელებლად. აქედან გამომდინარე, შესაძლო ტენდერი ისეთი კომპანიებისთვის იყოს შედგენილი, რომლებსაც გამოცდილება და კვალიფიკაცია გააჩნია. ამ მიმართულებით შესაძლოა ქართულ კომპანიებს ნაკლებად ჰქონდეთ შესაძლებლობა“, განაცხადა მირიან წიკლაურმა.

 

მმართველი გუნდის ყოფილი წვერი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კორუფციული გარიგებები იდებოდეს თუმცა, როგორც დეპუტატი ამბობს, მისთვის კონკრეტული ფაქტების შესახებ ცნობილი არ არის. მირიან წიკლაური „კომერსანტთან“ გამარტივებულ შესყიდვებზე საუბრობს, რომელიც კორუფციის სავარაუდო ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს.

 

„გამარტივებული შესყიდვები ზოგ შემთხვევაში დასაშვებია სწორედ იმ მიზეზით, რომ ვიღაცეებმა თანხის დაგდებით არ მოახდინონ ფასებით მანიპულიცია და ხარისხი არ გააფუჭონ. ტენდერების ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე არის ის, რომ იმარჯვებენ კომპანიები დაბალი ფასის შემოთავაზებით და შემდეგ იმ პროექტებს ვეღარ ახორციელებენ, რადგან მათ არც რესურსი გააჩნიათ არც შეთავაზებულ ფასში ჯდებიან. ზოგადად, რა თქმა უნდა ქვეყანაში შესაძლოა მათ შორის სახელმწიფო აპარატშიც არსებობდეს გარკვეული კორუფციული მექანიზმები, თუმცა, ჩემთვის ამის შესახებ ცნობილი არ არის. თუ ამის ეჭვი არსებობს რა თქმა უნდა ამით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ“, აცხადებს მირიან წიკლაური.

 

შეგახსენებთ, რომ „Forbes Georgia“- მ „Grant Thornton“-თან და „EBIT Group“- თან ერთად სამშენებლო კომპანიების რეიტინგი მოამზადა. სიაში მოხვედნენ კომპანიები რომლებიც  საცხოვრებელ სახლებს, ავტომაგისტრალებს და გვირაბებს აშენებენ. აღნიშნული კვლევის მიხედვით „კომერსანტმა“ გაარკვია , რომ 20 უმსხვილეს სამშენებლო კომპანიაში ყოველი მეორე მშენებელი უცხოური კომპანიაა.

 

ბაჩო ადამია 




18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს
access_time2020-09-18 15:48:14
„ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს, მას  საქართველო წარმოუდგენია, როგორც  თავისი დენდროლოგიური პარკი, თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.  ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა, უმუშევრობა, ფასების ზრდა...

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას
access_time2020-09-18 15:16:52
„წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ იმ არაეფექტურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინა მმართველობის დროს გაატარა. „წინა ხელისუფლების დროს...


მსგავსი სიახლეები

up