„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2021-03-05 15:00:36

მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს.


როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს და იზრუნებს სექტორის განვითარების პერსპექტივებზე და ეს მაშინ, როცა სექტორის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქვეყნის ეკონომიკაში როგორც საბიუჯეტო შენატანების, ისე დასაქმებულთა რაოდენობის კუთხით.


ლიცენზირების, არასრულყოფილი სტანდარტების, სამშენებლო მასალის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, საუბარი შეეხო სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული ხარვეზებსაც. ამასთან, მონაწილეთა მხრიდან ერთხმად აღინიშნა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს კეთილი ნებისა დაეზღვია მასალების ფასებზე ლარის კურსით გამოწვეული ცვლილების რისკები, რეალურად ვერ ხდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების ჯეროვანი აღსრულება და კომპანიები ვერ სარგებლობენ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშემწყობი პირობებით.



საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გიორგი დევაძის თქმით, „აუცილებელია,ხელისუფლებამ მეტი ყურადღება დაუთმოს სამშენებლო სექტორს, რათა არსებული გამოწვევების პირობებში არ მოხდეს სფეროს ჩამოშლა და შესაბამისად, უმუშევრობის დონის მკვეთრი ზრდა“.


„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გეგმავს შეასრულოს შუამავლის როლი ხელისუფლებასა და სამშენებლო სექტორს შორის. ეს ორმხრივად მნიშვნელოვანია, როგორც სექტორში წარმოდგენილი კომპანიებისთვის, ასევე სახელმწიფოსათვის, რადგანაც დაგროვილი პრობლემების დროული გადაწყვეტის გარეშე წარმოუდგენელია ამ სექტორში წინსვლა და ქართული კომპანიების შემდგომი განვითარება. ამასთან, კომპანიების წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს საკუთარი ხედვები სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ამნისტიის შესახებ, რომელიც შეიცავს როგორც პოზიტიურ ნორმებს, ასევე ქმნის ისეთ რისკებს, რომელიც მომავალში სექტორში მონაწილე ბიზნეს ოპერატორების საქმიანობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი გახდება“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up