მშენებლები ახალაშენებულ ბინებში ჭერის სიმაღლეს ამცირებენ  - სამშენებლო რეგულაციების მორიგი უარყოფითი გავლენა

მშენებლები ახალაშენებულ ბინებში ჭერის სიმაღლეს ამცირებენ - სამშენებლო რეგულაციების მორიგი უარყოფითი გავლენა

access_time2019-02-25 12:00:38

ბოლო პერიოდში ამოქმედებული სამშენებლო რეგულაციების შედეგად, მშენებლები ხარჯების ეკონომიას აკეთებენ. მათ შორისაა, ბინებში ჭერის სიმაღლის 10-20- სანტიმეტრიანი შემცირება. „საქართველოში არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი გივი კორინთელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ იმას, რაც ხდება სამშენებლო ბაზარზე, ერთი სიტყვით შეიძლება, ეწოდოს მოთხოვნისა და მიწოდების ხელოვნური შემცირება. მისი განმარტებით, სამშენებლო კომპანიები შეეჯახნენ უპრეცედენტო წინაღობებს, რომლისთვისაც მზად არ იყვნენ. გაზრდილმა უსაფრთხოების სტანდარტებმა და ამის გამო სამშენებლო მოცულობების კლებამ, K2 კოეფიციენტის დამატების აკრძალვამ და სხვა რეგულაციებმა სამშენებლო კომპანიები დააყენა რთული არჩევანის წინაშე - ან გაეზარდათ ფასები, ან ეპოვათ გზები მშენებლობის გაიაფებისკენ, ან ჭერის სიმაღლის დადაბლებისკენ. ეს უკანასკნელი სულ უფრო იკიდებს ფეხს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე.


ახალი ბინების მყიდველებს არ უნდა გაუკვირდეთ, როდესაც ახალაშენებულ ბინაში შესვლისას ჭერის სიმაღლე 2,8  ნიშნულზე დახვდებათ. მრავალსართულიანი მშენებლობების დროს მშენებელს ესუჩენსერთ დამატებით სართულს, რომელიც აკომპენსირებს ახალი რეგულაციებით შემცირებულ მოცულობებს და, შესაბამისად, შემოსავალს,“  აღნიშნავს კორინთელი.

 

სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე განმარტავს, რომ ევროპაში 3 მეტრიანი ჭერი არსად  კეთდება იმიტომ, რომ ასეთ დროს მაღალია გათბობის დანახარჯი.

 

„2.8 მეტრიანი  ჭერი ძალიან ნორმალურია. 2017 წლის 1 იანვრის რეგულაცია, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს გულისხმობს, ვრცელდება მაღალ და დაბალ სახლებზე. ანუ, თუ გაქვთ მაღალი სახლი, ეს ნიშნავს, რომ უნდა გქონდეთ საევაკუაციოდ 2 კიბე სადარბაზოში. ზღვარი მაღალ და დაბალ სახლებს  შორის გადის 23 მეტრეზე. ანუ, თუ შენობის ბოლო იატაკი არის 23 მეტრი ან ნაკლები, ეს არის დაბალი, თუ ეს არის 23 მეტრზე მაღალი - მაღალ სახლად ითვლება.


თითო სართულს თუ 10 სანტიმეტრს მოაკლებ, 8 სართული გამოვა 23 მეტრი. შესაბამისად, მშენებლები დაიწყებენ დაბალ განაშენიანებაზე მორგებას. რატომ 23 მეტრი? საქართველოში არსებულ  სახანძრო მანქანებს, ევაკუაციის დროს სიმაღლე  მხოლოდ 23 მეტრამდე აქვს.  25 მეტრი თუ არის შენობა, ჩვენი სახანძრო მანქანა მას ვეღარ მისწვდება. ეს ლოგიკური ჯაჭვია. შესაბამისად, მშენებლებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ 10-10 სანტიმეტრი მოაკლონ თითო სართულს. ჭერის სიმაღლე შემცირდა, თუმცა, ეს ცუდი არ არის. ეს არის პასუხი გამოწვევაზე, თუმცა, ამის ნეგატიურად დახასიათება არ შეიძლება,“  აღნიშნავს აბულაძე.


კითხვაზე მრავალსართულიანი მშენებლობების დროს, ჭერის დაწევა მშენებელს უჩენს  თუ არა ერთ დამატებით სართულს, რომელიც აკომპენსირებს ახალი რეგულაციებით შემცირებულ მოცულობებს და, შესაბამისად, შემოსავალს?   აბულაძე განმარტავს, რომ ეს ასეა, თუმცა, მისი თქმით, წავა ტენდენცია, რომ აღარ იქნება უაზროდ მაღალი შენობები და რეალურად, 8 სართულიანი განაშენიანება დაიწყება. ეს კი თბილისისთვის სწორი მიმართულებაა.


რაც შეეხება იმას, ხომ არ მოხდება სხვა კუთხით თანხების დაზოგვა, აბულაძე აცხადებს, რომ დაზოგვა მოხდება ყველაფერზე, რისი საშუალებაც იქნება.  მისივე შეფასებით, მასალების ხარისხზე თანხები არ დაიზოგება, რადგან  2019 წლის 15 იანვარს შემოვიდა ასევე ახალი რეგულაცია, რომელიც მასალების ხარისხთან შესაბამისობას გულისხმობს.



 აბულაძის განცხადებით, ამ დროისთვის ჯერ 4-5 მასალაა (ცემენტი, არმატურა,მეტალოპლასტიკის მილები,ელექტროსადენები) განსაზღვრული, თუმცა ეს არის ხელშეკრულება,რომელშიც პერიოდულად  სხვადასხვა სამშენებლო მასალები შევა.როგორც აბულაძე განმარტავს, საბოლოო ჯამში, გარკვეული გაძვირებებია მოსალოდნელი.  ამის მიზეზი კი ერთ-ერთი სამშენებლო რეგულაციაა. საუბარია, მთავრობის 41-ე დადგენილებაზე, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან  ამოქმედდა. კონკრეტულად კი, შენობის უსაფრთხოების მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ. 

 

 აბულაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შედეგებს სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესი ახლა მიიღებს. მისი განმარტებით, უახლოეს პერიოდში კვადრატული მეტრი ბინის ფასი დაახლოებით 100 -120 დოლარით გაძვირდება.  მისივე მტკიცებით, ახლა-ახალ რელობასთან მორგება ხდება. 


განსხვავებული პოზიცია აქვს სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელ არჩილ ჯაყელს. მისი განმარტებით, ისეთი ქმედება, როგორიცაა, მაგალითად, ჭერის სიმაღლის შემცირება, მისთვის მიუღებელია. შედეგად, მის არც ერთ პროექტში ამ მიმართულებით თანხების დაზოგვა არ მოხდება. თუ ამის საჭიროება  დადგა, ჯაყელი ბაზრიდან გასვლასაც არ გამორიცხავს.


„ვფიქრობ, ახალი პროექტის დაწყება განვიხილო თუ არა. ამის მიზეზი ბოლო პერიოდში ამოქმედებული არა ერთი რეგულაციაა. K2-ის კოეფიციენტის გაუქმება მოსახლეობისთვის ისე აღიქმება, თითქოს მაღალი შენობები აღარ აშენდება. ეს ძალიან არასწორი და არაპროფესიონალური მიდგომაა. 2 წელია გენგეგმას ველოდებით, სანამ მივიღებდით, ბევრ უბანში მოხდა  მიღებული კოეფიციენტის შემცირება, ამის შემდეგ კი K2-ის კოეფიციენტს საერთოდ ვაუქმებთ. ასაშენებელი, ძველი თბილისი, მთაწმინდა, სოლოლაკი, ავლაბარი, სვანეთის უბანი. ძალიან ბევრი ამორტიზებული შენობაა, საკმაოდ სერიოზულ პრობლემებია. ხალხი ისეთ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, რომ  სახლები თავზე ენგრევათ. მაინტერესებს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს, რადგან ძველ თბილისში კოეფიციენტი 0.8-ა, ეს კი 1-1.5 სართულიანი სახლების მშენებლობას გულისხმობს,“  აღნიშნავს ჯაყელი.

 

სამშენებლო კომპანია „ჰაუსარტის“ მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი გიორგი ლოლუა განმარტავს, რომ, განხორციელებული რეგულაციების მიუხედვად, კომპანია „ჰაუსარტი“  თანხების დაზოგვას არ აპირებს.


მისი განმარტებით, 2.8 მეტრის ჭერი ძალიან დაბალია. „კომპანიები, რომლის პროფილი არ იყო მშენებლობა და ეს მიმართულება  ალტერნატიულ ბიზნესად ჰქონდათ, ასეთ მშენებლებს პრობლემები ექმნებათ, რადგან  ნაკლები რესურსი აქვთ. ჩემი აზრით, არსებული რეგულაციები აწევს ხარისხს  და შემცირებული მოწოდების გამო უძრავი ქონების ფასი გაიზრდება.


ახალი პროდუქტი იქნება დეფიციტური ისეთ უბნებში, როგორიცაა საბურთალო, ვაკე. ამოიყიდება ძველები,  ახალი მშენებლობების დაწყება კი ძალიან გართულდება. ვისაც ნაკვეთი აქვს უკვე ნაყიდი და  მასზე  K2 კოეფიციენტი აქვს აღებული, ასეთი პროექტები დაიწყება.  ახალ ნაკვეთს K2კოეფიციენტს ვეღარ მიანიჭებ. პირადად  ჩვენ საბანკო რეგულაციებმა უფრო დაგვაზარალა, ვიდრე K2კოეფიციენტების გაუქმება მ, აღნიშნავს გიორგი ლოლუა.


 

სოფო ქსოვრელი 

 

 

 






უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას

ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას
access_time2019-04-23 09:00:31
21 აპრილი 2019 წელი   პანკისის ხეობაში მოსახლეობამ ხადორ სამის მშენებლობა გააპროტესტა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს...


მსგავსი სიახლეები

up