სამშენებლო რეგულაციების დამრღვევი კომპანიების პირველი შეფასებები

სამშენებლო რეგულაციების დამრღვევი კომპანიების პირველი შეფასებები

access_time2019-07-29 14:45:38

24 სამშენებლო კომპანია, რომელთა ობიექტებზე ჯანდაცვის სამინისტრომ დარღვევები გამოავლინა, უკვე ცნობილია. „კომერსანტი“ შეეცადა ყველა მათგანს დაკავშირებოდა და დეტალები დაეზუსტებინა.


როგორც ირკვევა, უმეტეს მათგანთან დაკავშირება შეუძლებელია, რადგან საკონტაქტო ინფორმაცია არ მოიძებნება. ვისთანაც დაკავშირება შევძელით, უმეტესებამ დარღვევის შესახებ „კომერსანტისგან“ შეიტყო.


გთავაზობთ სამშენებლო ობიექტების შეფასებებს:

 

შპს  „ბალავარი“ - „დეტალები არ ვიცით სიმართლე გითხრათ. რაღაც რეკომდაციები მოგვცეს, მაგრამ რა სახის დარღვევა გამოვლინდა და ასე შემდეგ, ჩვენთვის უცნობია“.


შპს „ბილდინგ კომპანია 2016“- „ზოგადად, ჩვენ ფინანსური პრობლემები გვაქვს და შეიძლება ამის გამო რამე მოხდა, მაგრამ არ ვიცი რა სახის დარღვევებზე საუბრობთ, რადგან ეს დოკუმენტი ჩაბარდა უშუალოდ ზედამხედველობის სამსახურს. მოკლედ, დეტალები არ ვიცი“.



„ეი თი დეველოპმენტი - „გაფრთხილება მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან და ვეთანხმებით ამ დარღვევებს, თუმცა, ზოგადად სამშენებლო რეგულაციებს რაც შეეხება, საკმაოდ რთული თემაა. ერთიანად იმდენი  რეგულაცია ამოქმედდა, რომ ძნელია ეს პროცესი ბიზნესისთვის. დამატებითი ზარალია ჩვენთვის, ამიტომ უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი უფრო ეტაპობრივად  მომხდარიყო“.


„ლუქსველი“ - „ჩვენც ვიცით ამ დარღვევების შესახებ და ვეთანხმებით. ძალიან მარტივი შეცდომები დაფიქსირიდა, მაგალითად, მუშას საქმიანობის დროს არ ეცვა ფეხსაცმელი. ზოგადად, კი ჩვენი კომპანია იგივე ჯანდაცვის სამინსტროს მოსაზრებით ერთ-ერთი მოწესრიგებულია“.


შპს. აქსისი  „ ჩვენი კომპანია 20 წელია ოპერირებს ბაზარზე და ერთ-ერთი წარმატებული პრექტია „აქსისი თაურესი“. ამ ხნის მანძილზე შრომს უსაფრთხოების სტარნდარტებს დიდი ყურადღებას ვაქცევდით, მაშნაც კი როდესაც საერთოდ არ არსბეობდა ეს რეგულაციები საქართველოში. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოვლენი დარღვევებს, სიაში მოვხდით იმიტომ, რომ „აქსისის“ ერთ-ერთ ობიექტზე მიმდინაროებდა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით  განახლება. კოპნაიას არ შეუჩერებია მშენებლობა. უბრალოდ მივიღეთ რეკომენდაციები და დაახლოებით 2 დღეში თავიდან გავივლით ინსპქეტირებას. მიღებულ შენიშვნებიც ამ დროისთვის გამოსწორებული იქნება. 

 

როგორც ცნობილია, 24 კომპანიიდან 11-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა და 30 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 3 ობიექტს ინსპექტირდების სერტიფიკატი არ აღმოაჩნდა და 500 ლარით დაჯარიმდა. კომერსანტი არკვევს ამ დეველოპერების ვინაობას და ინფორმაციის მიღებისთანავე გაგაცნობთ. 


შეგახსენებთ ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივი ინსპექტირება 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო და  4 დღის განმავლობაში 24  ობიექტი შემოწმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა ობიექტზე არსებითი/კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. დარღვევების გამოსწორების მიზნით კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტრომ გონივურლი ვადა 7-დან 10 დღემდე მისცა.


სამშენებლო რეგულაციების დამრღვევი კომპანიების სრული სიის სანახავათ, გაეცანით ბმულს:



სალომე ლემონჯავა






რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up