15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება - დეველოპერები პროდუქციის გაძვირებას აანონსებენ

15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება - დეველოპერები პროდუქციის გაძვირებას აანონსებენ

access_time2019-01-14 09:00:46

„რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმირებულობა და კომპანიების ჩართულობა დაბალ დონეზეა,“-ასე აფასებს „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს“ სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი.


მისი თქმით, რეგულეციები კარგია, თუმცა იმდენად სწრაფად ხდება მათი მიღება, რომ სამშენებლო ბიზნესს დამატებით წნეხად აწვება.



„მსგავსი შეზღუდვების შემოღებამდე უნდა მიმდინარეობდეს განხილვები ყველა ზომის ბიზნესის დონეზე. მე პირადად, ამ რეგლამენტის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შევიტყვე. არ შეიძლება ეს საკითხები მხოლოდ სამი-ოთხი ლიდერი კომანიის დონეზე იყოს განხილული.


ხარისხის კონტროსლს და რეგულაციებს ზოგადად მივესალმები, თუმცა, ერთი წლის განმავლობაში უამრავი შეზღუდვა შემოვიდა, კარგი იქნება სამშენებლო ბიზნესი ცოტა ამოასუნთქონ. უმჯობესია ჯერ არსებული რეგულაციებს მოვერგოთ სრულყოფილა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით და მერე ეტაპობრივად შემოვიდეს ახალი ცვლილებები. ამასთან საჭიროა კომპლექსური მუშაობა, ერთი მხრივ სამშენებლო კომპანიების მხრიდან და მეორე მხრივ კარგი იქნება მერიამ დახვეწოს და დააჩქაროს სამშენებლო ნებართვების გაცემის მექანიზმი,“
-განაცხადა არჩილ ჯაყელმა.



როგორც კომერსანტმა გაარკვია, ცვლილებების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არც სამშენებლო პროდუქტების იმპორტიიორები ფლობენ.




„ვიცოდი რომ რეგლამენტი 2018 წლის ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაციის საქმის კურსში ახლაც არ ვარ.


ნოვას მუშაობის პრინციპი ისაა, რომ ბაზრიდან გამომდინარე შეძლებისდაგვარად ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ამაში სახელმწიფოს ჩართვა და ხელშეწყობა ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა მეორე მხრივ ეს პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, ცხადია მაღალი ხარისხი მაღალ ფასს უკავშირდება,“
-აღნიშნავს სამშენებლო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის „ნოვასს“ დამფუძნელბელმა ჯემალ ბოლქვაძემ.


რეგლამენტის მიმართ დადებით პოზიციას აფიქსირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო ვაჭრობით დაკავებული კომპანია „გორგია“.


„მსგავსი რეგლამენტის ამოქმედება ძალიან კარგია, რადგან უკვე ყველა იზრუნებს, რომ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქცია იყოს, რაც მომხმარებლის ინტერესებშია. გორგიაში აქამდეც ყველა პროდუქტი მსგავსი ტიპის შემოწმებით შემოდიოდა. ვაკონტრლებთ ხარისხს და მხოლოდ სერტიფიცირებული პროდუქცია შემოგვაქვს,“-განაცხადეს გორგიაში.


კომპანიები რეგლამენტს დადებითად აფასებენ, თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ ცვლილებები სამშენებლო პროდუქციისა და მშენებლობის გაძვირებას გამოიწვევს.


ცნობისთვის: ტექნიკური რეგლამენტი ისეთი ტიპის სამშენებლო პროდუქტებს ეხება, როგორიცაა ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები.


რეგლამენტის მიხედვით, სამშენებლო პროდუქტების მწარმოებელებს, მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, ამის მონიტორინგს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს.


რეგლამენტში ის ძირითადი მოთხოვნებიცაა გაწერილი, რომელთა დაკმაყოფილებაც მშენებლებს სამშენებლო ობიექტებზე მოუწევთ.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სამშენებლო პროცესებით გამოწვეული ხმაურის რეგულირება. ამასთან, სამშენებლო სამუშაოები უნდა იყოს ენერგოეფექტური, მათი მშენებლობისა და დემონტაჟის დროს შეძლებისდაგვარად მცირე ენერგია უნდა გამოიყენებოდეს.



მარიამ ტიტვინიძე





Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up