სამშენებლო პირამიდებისგან დაზარალებული კლიენტები მატერიალურ კომპენსაციას ვერ მიიღებენ – იურისტების განმარტება

სამშენებლო პირამიდებისგან დაზარალებული კლიენტები მატერიალურ კომპენსაციას ვერ მიიღებენ – იურისტების განმარტება

person access_time2016-07-12 09:45:27

სამშენებლო კომპანიების მიერ კლიენტების დაზარალების გამო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.  ყველაზე გახმაურებული მათ შორის „ცენტრ პოინტთან“ და „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებული პროცესებია. 

ამ კომპანიების მიერ დაზარალებული ათასობით მომხმარებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა, რამდენად მისაღებიც უნდა იყოს მათთვის სასამართლოს ვერდიქტი, მათ მატერიალურ ზარალს ვერავინ აუნაზღაურებს, შესაბამისად, ამ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ „მორალური კომპენსაციის“ იმედზე იყვნენ – ასეთია იმ იურისტების შეფასება, რომლებსაც „კომერსანტი“ ესაუბრა. 


იურისტი დიმიტრი გაბუნია „ცენტრ-პოინტთან" დაკავშირებით მოვლენების განვითარების შემდეგ სცენარს ვარაუდობს:


თუ კომპანიის დამფუძნებლები დამნაშავეებად იქნებიან მიჩნეულნი, განაჩენის საფუძველზე მეორე მხარე უნდა იქნას ცნობილი დაზარალებულად. დაზარალებულად ცნობილ პირს კი უფლება აქვს ამის შემდეგ სამოქალაქო სარჩელი აღძრას და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. თუმცა, როგორც გაბუნია განმარტავს, არც "ცენტრ-პოინტის" და არც სხვა კომპანიის შემთხვევაში, თუ დამნაშავე პირს არ გააჩნია სათანადო ქონება, გადაწყვეტილება დარჩება „ცარიელ სასამართლო გადაწყვეტილებად“, რომლის აღსრულების მექანიზმები დღეის მდგომარეობით არ არსებობს.

 

„თუ ქონება არ არის, დაზარალებულების მატერიალურ მოთხოვნებსაც ვერ დააკმაყოფილებენ. ამ შემთხვევაში ჩიხური სიტუაციაა. ზოგადად, ამ პირამიდულ სქემებში დამნაშავე ადამიანების დაკავება გამოსავალი არ არის. 7-8 წელს მოიხდიან და ეგ არის. დაზარალებული ადამიანებისთვის მატერიალური ანაზღაურების მექანიზმი არ არსებობს. რაც მათ გააჩნიათ, დაყადაღებულია და ბანკის მიერ არის გაყიდული. „ცენტრ-პოინტის" შემთხვევაში კი, ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის ერთგვარი ბოლის გამოშვება,"-აცხადებს გაბუნია.

დეველოპერული კომპანიების მხრიდან პირამიდების სქემაზე და ამ მიმართულებით უამრავ დაზარალებულებზე საუბრობს იურისტი ამირან გიგუაშვილიც. მისი თქმით, სამშენებლო კოდექსში აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების შემოღება, რომელიც დაიცავს ინდივიდუალურ მენაშენეებთა ინტერსებს და დაარეგულირებს მშენებლობის პროცესში არსებულ ქაოსს.


გიგუაშვილი განმარტავს, რომ ასეთი პირამიდული სქემებით დაზარალებულები მატერიალურად მაინც ვერ დაკმაყოფილდებიან. იურისტის თქმით, ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ პატიმრობა ან პირის დამნაშავედ ცნობა არ იწვევს ავტომატურად მატერიალურ კომპენსაციას. ამიტომ, როგორც გიგუაშვილი განმარტავს, დაზარალებულებისთვის არც არაფერი შეიცვლება გარდა მორალური მხარისა.



„გააჩნია რამდენად გადახდისუნარიანები არიან დამნაშავე პირები. კომპანიას თუ აქტივები არ აქვს, მაშინ დაზარალებულების დაკმაყოფილება ვერ მოხდება. მაგალითად, „ცენტრ-პოინტის" შემთხვევას თუ განვიხილავთ, ამ პიროვნებების ციხეში დაჭერა არ იქნება კომპენსაციების ავტომატური უზრუნველყოფის გარანტია"-აცხადებს გიგუაშვილი.


მისივე შეფასებით, დღეს საუბარია „ცენტრ-პოინტის" საქმეზე, თუმცა, მსგავსი ფაქტები ძალიან ბევრ დეველოპერულ კომპანიაში ხდება. 

 

შეგახსენებთ, რომ ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს პროკურატურა მომხმარებელთა თანხების, მილიონობით ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. 

 

2004 წლის შემდეგ კომპანიამ არაერთი მშენებლობა წამოიწყო. ბრალდების თანახმად, კომპანიის დამფუძნებლები შემდეგი პრინციპით მოქმედებდნენ: ქმნიდნენ ამხანაგობებს, თანხას კლიენტებისგან წინასწარ იღებდნენ და პროექტებს იწყებდნენ. ამის გამო კომპანიას ძალიან ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება დაუგროვდა - „ცენტრ პოინტს" 6200 ადამიანი ჰყავდა დასაკმაყოფილებელი. მშენებლობები 2008-2009-2010 წლებში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ „ცენტრ პოინტმა" ეს ვერ უზრუნველყო. შეუსრულებელი ვალდებულებების და კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის მიზნით „ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელობამ კომპანიის მართვა „დექსუსს" გადააბარა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2013 წელს გაწყდა.


დღეს კი „ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. "ცენტრ-პოინტ აჭარის" საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი ორი დღის წინ, დიდი ოდენობით ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ "თეთრ მაგნოლიას" უკავშირდება. 

 

კიდევ ერთი გაჭიანურებული პროექტი აქვს „ოლიმპიურ ვარსვლავს". კომპლექსის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და 2012 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, კომპანია ამავე წელს 27 მილიონი ლარით დააჯარიმეს. „ოლიმპიური ვარსკვლავის" ხელმძღვანელები წინა ხელისუფლების პირობებში დაჯარიმებას იმ ფაქტს უკავშირებდნენ, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ზვიადაური კოალიცია „ქართულ ოცნებაში" გაერთიანდა.

 

„ოლიმპიური ვარსკვლავის" ხელმძღვანელობა დავების საბჭოში ვალის ჩამოწერას ცდილობდა.


2015 წლის წლის ოქტომბერში, "ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორის ზაზა რაზიკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 15 მილიონამდე ლარის მითვისების ბრალდებით აღიძრა. რაზიკაშვილს გირაო აქვს შეფარდებული.


დღეს კომპანიის წარმომადგენელი ლელა რაზიკაშვილი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ კომპანიას უკვე ჩამოაწერეს ვალი და მშენებლობის განახლებისთვის „ოლიმპიური ვარსკვლავი" უკვე მზად არის. „ამ დროისთვის კომპანია ბოლო ეტაპებს გადის ინვესტორთან და მშენებლობის პროცესსაც დაიწყებს. ინვესტორია საქართველოში მოღვაწე დეველოპერთა ჯგუფი, თუმცა, მათ ვინაობას ვერ დაგისახელებთ. ამ თვის ბოლოს სამართლებრივი პროცესი უნდა მორჩეს. შემოდგომიდან სამშენებლო სამუშაოები უნდა განახლდეს"-აცხადეს რაზიკაშვილი.


„ოლიმპიურმა ვარსკვლავმა" მშენებლობის განახლება რამდენჯერმე უკვე დაანონსდა, მაგრამ ჯერჯერობით პროექტი ისევ გაჩერებულია.

 



„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს
access_time2020-03-28 13:00:00
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების წარმოებითაა ცნობილი, სასუნთქი აპარატების გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 10 დღეში შეიმუშავა ახალი სასუნთქი აპარატის, სახელად CoVent დიზაინი და მას უკვე აქვს 10 000 ასეთი მოწყობილობის შეკვეთა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.   Dyson-მა სასუნთქი აპარატები ციფრული ძრავის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა, რომელსაც სხვა პროდუქტებში აქამდე იყენებდა. წარმოების დასაწყებად ის...

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...


მსგავსი სიახლეები

up