„ეჭვი მაქვს, რომ კონცეფციაში გაიწერება მშენებლის დაჯარიმება, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები“ - მენაშენეები კალაძის ახალ რეგულაციებს არ იცნობენ

„ეჭვი მაქვს, რომ კონცეფციაში გაიწერება მშენებლის დაჯარიმება, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები“ - მენაშენეები კალაძის ახალ რეგულაციებს არ იცნობენ

access_time2019-03-20 15:00:07

„მოსახლეს არ ექნება უფლება ექსპლოატაცია მიუღებელ სახლში იცხოვროს?  თუ შევიდა ვინ დაჯარიმდება, მშენებელი თუ მოსახლე?“ - თბილისის  მერის კახა კალაძის დღევანდელმა განცხადებამ კითხვები „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციას“ გაუჩინა.  საქმე ეხება ახალი რეგულაციებს, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას ითვალისწინებდა. თუმცა, დღეს მხოლოდ შემუშავებული კონცეფციის დაანონსება მოხდა, დეტალებზე კალაძე ამჯერად არ საუბრობს, შესაბამისად  დარგის სპეციალისტებს  კიდევ ერთი, ახალი რეგულაციის შედეგების ანალიზის გაკეთება უჭირთ.


თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ ინიციატივა პირველ ჯერზე კარგად ჟღერს, თუმცა, დეტალების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი  ეს კარგია თუ ცუდი. მისი განმარტებით, თუ კონცეფციაში ჩაიწერება ის, რომ დაჯარიმებას მშენებელი/დეველოპერი ექვემდებარება, არასწორია.  


როგორც აბულაძე განმარტავს, დეველოპერი ვერაფრით გააკონტროლებს ობიექტზე მოსახლე შევა საცხოვრებლად თუ რემონტს დაიწყებს, ეს მათი საკუთრების უფლებაა.


„თუ საუბარია იმაზე, რომ მოხდება ადმინისტრირება მოსახლეობის და მოქალაქეების დონეზე, მისაღებია.  თუმცა, მგონია, რომ ეს ვერ მოხდება, ძალიან რთულია და ამაზე არ წავლენ. ეჭვი მაქვს, რომ კონცეფციაში გაიწერება მშენებლის დაჯარიმება, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. მე მოსახლეს ვერანაირად ვერ შეუზღუდავ თავის ბინაში შევიდეს თუ არ შევიდეს,“-აცხადებს აბულაძე.


ასევე კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, მოსახლე ექსპლოატაციაში არ მიუღებელ კორპუსში რემონტის გაკეთებას შეძლებს თუ არა. გარდა ამისა, რას გულისხმობს შესვლა, შიგნით ცხოვრებას თუ იმას, რომ რემონტს აკეთებს?  აბულაძის განმარტებით, არსებობს  დეტალები, რომლის ადმინისტრირებაც რთული იქნება.


როგორც აბულაძე განმარტავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონცეფციის მომზადების  პროცესში დეველოპერები ჩართულნი იყვნენ. სხვა შემთხვევაში  გარკვეულ კაზუსებთან გვექნება საქმე.


„კომერსანტის“ კითხვაზე, ეს რეგულაცია ხომ არ შეაფერხებს ბინების რეალიზაციას და დეველოპერებს მნიშვნელოვნად ხომ არ დააზარალებს, რადგან, თუ ისინი შენობას ექსპლუატაციაში დროულად ვერ მიიღებენ, აბულაძე განმარტავს, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს.



როგორც ცნობილია, თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში გააცნობს. ამის შესახებ  მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


კახა კალაძის თქმით, შენობების ექსპლუატაციაში მიღების წლების განმავლობაში არსებულმა პრაქტიკამ უსაფრთხოების მხრივ გარკვეულ პრობლემები დააგროვა და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებული წესების გადახედვის საჭიროება შექმნა.


„მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულებაა, როგორც სამშენებლო პროცესის, მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოების კონტროლი, ასევე, დასრულებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. ამ მიმართულებით, ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, რომელიც ბოლო წლებმა გვაჩვენა. ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ისეთ შენობა-ნაგებობებში ეცხოვრათ, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით წესების გადახედვა და დახვეწაა საჭირო. სწორედ ამიტომ შევუდექით მუშაობას და შევიმუშავეთ კონცეფცია, როგორც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან, ისე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ვაპირებ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდო იმ ცვლილებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა მიიღო“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up