სამშენებლო ნებართვების წესში  ცვლილებები  შედის - გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება?

სამშენებლო ნებართვების წესში ცვლილებები შედის - გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება?

access_time2018-02-15 18:15:07

დეველოპერული კომპანიები დედაქალაქში მშენებლობების ნებართვის გაცემის წესში შესატან ცვლილებებს მიესალმებიან, თუმცა იმედი აქვთ, რომ აღნიშნული რეგულაციების აღსრულების ნაწილი ეფექტური იქნება.

 

ამასთან, დეველოპერები მიიჩნევენ, რომ რეგულაციებმა შესაძლოა, ბიზნესისთვის ხარჯები მნიშვნელოვნად არ გაზარდოს, მაგრამ რისკები არსებობს, რომ ნებართვების გაცემის პროცესები დროში გაჭიანურდება.

 

როგორც სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რეგულაციები, რომელიც გამწვანებას ეხება, აუცილებელი და საჭიროა.

 

„ეკოლოგიური საკითხი და სატრანსპორტო კვლევა, ორივე საჭირო ცვლილებაა. მშენებლობები მომრავლდა და პროცესები თუ მოწესრიგებულად არ წარიმართა, შეიძლება სატრანსპორტო კოლაფსამდე მივიდეთ. ჩვენთვის მთავარი არის კონსულტაციები და ის, რომ რეალურად ინიციატივები ეფექტური გამოდგეს. კონსულტაციები დედაქალაქის მერიასა და ბიზნესს შორის იმართება, თუმცა მეტად ინტენსიური უნდა იყოს და არა მხოლოდ მსხვილ დეველოპერულ კომპანიებს, არამედ წვრილ კომპანიებსაც უნდა შეხვდნენ და მათი მოსაზრებაც მოისმინონ. მეტი ინფორმირებულობა და ჩართულობაა საჭირო, რადგან ზოგჯერ მსგავსი შეხვედრების შესახებ არ გვატყობინებენ“, - აღნიშნავს ჯაყელი.

 

მისი თქმით, ბიზნესისთვის ხარჯების გაზრდა შეიძლება მოხდეს მცირედით, მაგრამ არა მნიშვნელოვნად.

 


„გამწვანების გეგმის წარმოდგენამ არ მგონია, ბიზნესისთვის რაიმე გააძვიროს. რაც შეეხება სატრანსპორტო კვლევას, ხარჯები მცირედით გაიზრდება, მაგრამ არა კატასტროფულად. მსხვილ დეველოპერებთან შედარებით, წვრილ კომპანიებს უფრო გაუზრდის ხარჯებს, მაგრამ ეს ცვლილება საჭიროა“, - აცხადებს არჩილ ჯაყელი.

 

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური კი განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის აღების პროცესში დამატებითი დოკუმენტების მოძიება-შექმნა არაფერს გააძვირებს, თუმცა ბიზნესისთვის რისკებს გაზრდის, თუ გაუგებარი ბიუროკრატიის ფორმას მიიღებს.

 

„სიახლეებისთვის მზად ვართ და საჭიროა. მშენებლობის ნებართვას ისედაც დრო სჭირდება და ამან კიდევ რომ გაახანგრძლივოს, კარგი არ იქნება. ბიუროკრატიული პროცესები მაქსიმალურად მცირე დროში უნდა დასრულდეს. ზოგადად რეგულაცია, რომელსაც დამატებითი კვლევა და ნებართვა სჭირდება, გარკვეულ დროს მოითხოვს. ბიზნესისთვის რისკებს შექმნის, თუ ეს გაუგებარი ბიუროკრატიის ფორმას მიიღებს.

 

ფინანსური ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტი არის დროის ეფექტურად გამოყენება. რაც უფრო მოკლე ვადებში დასრულდება პროცესები, მით უფრო ნაკლები ზედმეტი დანახარჯი გვექნება. ცვლილებები მოწესრიგებულად და ეფექტურად უნდა ამოქმედდეს. ვალდებულებების შესრულება დროში თუ გაჭიანურდა, მაშინ ეს ბევრ რამეს გააძვირებს. ამიტომაც ვთვლი, რომ საჭიროა ზუსტი ინფორმირებულობა. ბიზნესმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად რა ევალება, რა ვადებში მიიღებს ამა თუ იმ ნებართვას, რომ სწორი ფინანსური გათვლები გააკეთოს“, - აცხადებს მალხაზ კუნელაური.

 

შეგახსენებთ, რომ მშენებლობების ნებართვის გაცემის წესში შესატანი ცვლილებების დადგენილების პროექტი მთავრობას დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, ცვლილებები დედაქალაქში მშენებლობების პროცესს მოაწესრიგებს.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ორი ცვლილება, ერთი ის, რომ მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესშივე აუცილებელი იქნება გამწვანების გეგმის წარმოდგენა, იქ არსებული ხეების აღრიცხვა. ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტი კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც.

 

„ეს მნიშვნელოვნად გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. წინასწარი კონსულტაციები, როგორც მე ვიცი, მიმდინარეობს ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


წყარო:bpn.ge




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up