სამშენებლო ნარჩენის გადაყრის შემთხვევაში, 200 ლარის ნაცვლად - 5 000 ლარით დაჯარიმდებით

სამშენებლო ნარჩენის გადაყრის შემთხვევაში, 200 ლარის ნაცვლად - 5 000 ლარით დაჯარიმდებით

access_time2020-07-15 14:00:07

სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა; სახიფათო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია 10-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე დედაქალაქის მერმა დეტალურად ისაუბრა.

 

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ჯარიმებიც იწერება, ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმას იხდიან და გარემოს დაბინძურებას განაგრძობენ. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერიის მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა და ჯარიმების ოდენობა გაიზარდა.

 

„ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. დაწყებული გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, თუმცა ეს არ კმარა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და მივიღოთ ის შედეგი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები. სამედიცინო ნარჩენი ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა, ინერტული მასალები კი, როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, ასევე, ვიზუალური თვალსაზრისით, დიდ პრობლემას წარმოადგენს. როდესაც უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექი, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად დავიწყეთ - გამოიწერა ბევრი ჯარიმა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები ჯარიმას უპრობლემოდ იხდიდნენ და ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა უბანში გრძელდებოდა. შესაბამისად, შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს წარვუდგინეთ. მოხდა მთელი რიგი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ და ჯარიმები გაიზარდა. სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ“, - განაცხადა თბილისის მერმა.


 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების აღსრულებას ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებენ.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები ყოველდღე ჯარიმდებოდნენ, ეს მათთვის წინაღობას არ წარმოადგენდა, რადგან დაბალი იყო ჯარიმების ოდენობა. რაც შეეხება სანქციების ოდენობას, სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება - 5 000 ლარით, იურიდიული პირი 1 000 ლარის ნაცვლად - 10 000 ლარით, ხოლო სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარის ნაცვლად - 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი - 1 500 ლარის ნაცვლად, 15 000 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება აღსრულებას, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამას ყოველდღიურ რეჟიმში დიდ ყურადღებას მიაქცევენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობას გამოვასწოროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up