სამშენებლო მასალების სახელმწიფო კონტროლის ამოქმედების შემდეგ, ბაზრიდან ცემენტისა და ელექტროკაბელების ამოღების სამი შემთხვევა დაფიქსირდა

სამშენებლო მასალების სახელმწიფო კონტროლის ამოქმედების შემდეგ, ბაზრიდან ცემენტისა და ელექტროკაბელების ამოღების სამი შემთხვევა დაფიქსირდა

access_time2019-08-19 20:00:29

სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის ამოქმედებიდან, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა ცემენტსა და ელექტროკაბელებს ეხება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდო ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან, 2019 წლის 15 იანვრიდან დღემდე, ადგილობრივ ბაზარზე 52 კომპანიის 62 პროდუქტი შემოწმდა. აქედან, 49 კომპანიის 59 პროდუქტზე მითითებულ ვადაში გამოსწორდა შეუსაბამობები, რაც დოკუმენტებს ეხება. სამი კომპანიის სამი სახეობის პროდუქტზე კი (ორი – ელექტროკაბელები, ერთი – ცემენტი) შეუსაბამობები ვერ გამოსწორდა და მათ დაეკისრათ რეალიზაციის შეჩერება.

 

ამჟამად რეგულაცია მოქმედებს ოთხი სახის პროდუქციაზე: ცემენტზე, არმატურაზე, ელექტროსადენებსა და პლასტმასის მილებზე.

 


რეგლამენტის თანახმად, რეალიზატორი ვალდებულია, წარმოადგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტი. მასალის ხარისხის მიმართ ეჭვის გაჩენისა ან შეტყობინების შემთხვევაში კი, სააგენტო ნიმუშებს რეალიზაციის ობიექტიდან აიღებს და ლაბორატორიაში გაგზავნის. შემოწმებისას ყურადღება ექცევა პროდუქტის ხარისხს და ქიმიურ მახასიათებლებს. ასევე ეტიკეტზე უნდა იყოს დატანებული ევროკავშირის ნიშანი. დოკუმენტაციაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ბიზნესსუბიექტს გამოსასწორებლად გონივრული ვადა ეძლევა და რეალიზაცია უჩერდება, ხოლო საფრთხის შემცველი პროდუქტის გამოვლენისას მისი სრულად ამოღებისა და განადგურების ვალდებულება დაეკისრება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში უკვე ფინანსური სანქციები ამოქმედდება.

 

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის სრული დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან 2022 წლის ბოლომდე იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ რეგულირების ქვეშ მოექცევა სხვა სამშენებლო პროდუქტებიც, თუმცა რომელი, როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მიიღება რისკის ანალიზის საფუძველზე.

 

„აღნიშნული რისკის ანალიზი დამოკიდებულია სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე და გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად“, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.

 

წყარო: პირველი არხი






რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up