„ქვეყანაში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები,მასალებს კი შეუფერხებლად ვაწვდით“ - .სამშენებლო მასალების მიმწოდებელი კომპანიები მუშაობას აგრძელებენ

„ქვეყანაში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები,მასალებს კი შეუფერხებლად ვაწვდით“ - .სამშენებლო მასალების მიმწოდებელი კომპანიები მუშაობას აგრძელებენ

access_time2020-04-08 11:30:03

ჩვეულ რეჟიმში და ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხოების  წესების დაცვით,  სამშენებლო მასალების მიმწოდებელი კომპანიები მუშაობას აგრძელებენ.

 

როგორც „კომერსანტს“ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის „მაგნუმ გრუპის“ დირექტორმა  პაატა ნიკვაშვილმა განუცხადა, მათი მთავარი დანიშნულება  ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა მშენებლობების მოსამარაგებაა, რომლებიც შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას.

 

„არც აკრძალვის სიაში ვყოფილვართ და არც იმ სიაში, ვისაც მუშაობის გაგრძელების ნებართვა აქვს, ამიტომ გადავამოწმეთ და მივიღეთ ნებართვა, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში ყველანაირი წესების დაცვით გავაგრძელოთ მუშაობა.  მუშაობის ნებართვის გაცემა, ჩვენთვის და ჩვენი მსგავს კომპონიებისათვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ჩვენ მათ ვეხმარებით საშენი მასალით. ისინი, რომ არ შეფერხდნენ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა. მოთხოვნას რაც შეეხება ამ ეტაპზე ისევ იგივეა, არც შემცირებულა, არც გაზრდილა.“-ამბობს პაატა ნიკვაიშვილი.

 

სამშენებლო კომპანიებისგან განსხვავებით მუშაობა შეაჩერეს სარემონტო კომპანიებმა. როგორც „დეკოლაინის“  მარკეტინგის მენეჯერი ნათია ასპანაძე „კომენტსანთან“ საუბრისას აცხადებს, მათი სამუშაო პროცესის შეჩერების მიზეზი მთავრობის დადგენილების გარდა მომსახურებაზე შემცირებული მოთხოვნაა.

 


„სარემონტო სამუშაოებს ვასრულებთ და ისეთი დიდი მოთხოვნა არ იყო, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა. მანამ სანამ მთავრობის დადგენილება ძალაში შევიდოდა შევწყვიტეთ მუშაობა. რაც შეეხება საშენ მასალებს, მათზე მოთხოვნა რა თქმა უნდა არის, თუმცა ხალხი ამ ეტაპზე რემონტისგან თავს იკავებს.“- ამბობს ნათია ასპანაძე. 

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები. კერძოდ ონლაინ ვაჭრობა შესაძლებელია საკვები პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში. 2 აპრილს მიღებული დადგენილებით, დისტანციურად ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ კომპანიებს, რომლებიც იცავენ უსაფრთხოების წესებს. გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.


საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად, ამ საქმიანობებს შორისაა:


შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის) და სხვა.

 


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up