სამშენებლო კომპანიებმა მოსახლეობა მილიარდი დოლარით აზარალეს

სამშენებლო კომპანიებმა მოსახლეობა მილიარდი დოლარით აზარალეს

person access_time2016-07-19 14:30:19

"სამშენებლო კომპანიებმა მოსახლეობა მილიარდ დოლარამდე აზარალეს. მარტო "ცენტრ პოინტის" მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ცდება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ამ ადამიანებისთვის ქონების დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება. ამის შესახებ გამოცემა „რეზონანსი“ წერს და აღნიშნავს, რომ კომპანიების მიერ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ათას ოჯახს აღწევს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარტო "ცენტრ პოინტმა" კლიენტების მიერ სახლების ასაშენებლად გადახდილი 310 მილიონი დოლარი არამიზნობრივად დახარჯა. "ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ოჯახთა რიცხვი 6200-ს აღწევს. უხეში დათვლებით, თუ 310 მილიონ დოლარს 6200-ზე გავყოფთ, მივიღებთ, რომ ერთი ოჯახის ზიანი, დაახლოებით, 50 ათასი დოლარია (თუმცა არის ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს 100 ათას დოლარზე მეტი). თუკი ერთი ბინის საშუალო ღირებულებას - 50 ათას დოლარს - 20 ათას დაზარალებულ ოჯახზე გავამრავლებთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი 1 000 000 000 დოლარს აღწევს", - წერს გაზეთი "რეზონანსი".

 

 "სხვადასხვა დროს თაღლითურ გარიგებებსა და მომხმარებელთა მოტყუებაში მხილებული კომპანიების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა საზოგადოებას რამდენიმე მათგანმა თავი ხმაურიანი საქმეებით დაამახსოვრა. ცხადია, პირველობას "ცენტრ პოინტი" არავის უთმობს, მაგრამ მობინადრეების წინაშე არანაკლები ბრალი მიუძღვით დანარჩენებსაც - "ევორდს", "ოლიმპიურ ვარსკვლავს", "მოდულს", "ივერია სითის". ცხადია, გაცილებით მეტია თაღლითი მცირე კომპანიები თუ ამხანაგობები. თითოეულთა საქმიანობა, მინიმუმ ორ დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსს და ასეულობით დაზარალებულს ითვლის. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამშენებლო ინსპექციაში" აცხადებენ, რომ ზუსტი სტატისტიკა უძრავი ქონების ბაზრის დაზარალებულთა შესახებ არ არსებობს. მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს არაოფიციალური მონაცემები, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვთქვათ, რომ დაზარალებულთა რაოდენობა დედაქალაქში 20 000 ოჯახს აღწევს. კარგად დამუშავებული თაღლითური სქემის გამო, მოსახლეობა ბევრი სამშენებლო კომპანიის მსხვერპლი გამხდარა, მაგრამ მასშტაბურობიდან გამომდინარე სხვადასხვა ორგანიზაციისთვის "ცენტრ პოინტის" სქემის გაიშფვრა უფრო მისაღები აღმოჩნდა", - აღნიშნავს გამოცემა. 


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2000 წლის დასაწყისში, როდესაც ქვეყანამ ნელ-ნელა დაიწყო 1990-იანი წლების კონფლიქტების შედეგებიდან გამოსვლა. კომპანიები დაზიანებულ ან პატარა სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს სთავაზობდნენ, ფული ჩაედოთ ახალი და თანამედროვე ბინების აშენებაში. ზოგიერთი სამშენებლო პროექტი მოიცავდა მასობრივი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებდა რამდენიმე ათასი ადამიანის განსახლებას, ასევე მრავალი სავაჭრო ცენტრისა და გასართობი ობიექტის არსებობას. სამშენებლო ინდუსტრიაში ერთ-ერთი პირველი მერცხალი იყო "ცენტრ პოინტი ჯგუფი", რომელიც 70 სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას წარმოადგენს და რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალში გაეხვია. კომპანია დააარსეს ყოფილმა პარლამენტარებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა. "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" აღნიშნავენ, რომ დახვეწილი სქემის მეშვეობით, "ცენტრ პოინტი ჯგუფმა" დაარწმუნა ათასობით კლიენტი ჯერ კიდევ არაშენებული ბინები შეესყიდათ, შემდეგ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონი დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. შედეგად თითქმის 6 200-მა ოჯახმა (დაახლოებით 30 000 ადამიანი) დაკარგა მათ მიერ გადახდილი აღნიშნული თანხა და ასევე ბინები, რომელთა უმეტესობაც ჯერ კიდევ აუშენებელი ან დაუსრულებულია", - წერს სტატიის ავტორი. 


 


"ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლების სტატუსი და კავშირები წინა მთავრობაში, რომელიც გამყარებული იყო მსხვილი შემოწირულობებით, იმ დროისთვის მმართველ პარტიას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდება. ჩნდება ეჭვი, რომ ეს კავშირები მათ დაეხმარა თავიდან აეცილებინათ პირადი პასუხისმგებლობა კლიენტებისთვის მიყენებული ზარალისთვის", - აღნიშნავენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში". 2010 წლის 10 სექტემბერს მაია და ვახტანგ რჩეულიშვილებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ "ცენტრ პოინტი ჯგუფი" ვერ შეძლებდა მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, მათ "ცენტრ პოინტი ჯგუფის" კომპანიებისა და სამშენებლო პროექტების მმართველობის უფლება კომპანია "დექსუსს" გადასცეს. ოფიციალური სარეგისტრაციო მონაცემების თანახმად, კომპანიის საწყისი კაპიტალი მხოლოდ 100 ლარს შეადგენდა.

 

"დექსუსი" სათავეში ჩაუდგა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ქონების მართვას, სამშენებლო კომპანიებს კლიენტებისადმი დიდი ოდენობით დავალიანება ჰქონდათ დაგროვილი.

 

"დექსუსმა" უარი განაცხადა ამ დავალიანების დაფარვაზე და ამის ნაცვლად კლიენტებს დღგ-ს გადახდა მოსთხოვა, რაც თითოეული ასაშენებელი ბინის საერთო ღირებულების 18 პროცენტს შეადგენდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ მაგალითად ადამიანმა, რომელმაც 50 000 დოლარი გადაიხადა ბინაში, დამატებით კიდევ 9 ათასი დოლარი უნდა გაეღო საკუთარი ბინის მშენებლობის დასამთავრებლად. არ არსებობდა გარანტია, რომ მისი სახლის მშენებლობას "დექსუსი" მაინც დაამთავრებდა", - ნათქვამია სტატიაში.


იურისტების აზრით, კომპანიას ბინის გარდა დაზარალებული ადამიანებისთვის, პირიქით, კომპენსაცია უნდა მიეცა, ვინაიდან ისინი დაუმთავრებელი მშენებლობების გამო, წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობდნენ. პროექტების დასასრულებლად უფულო "დექსუსის" მცდელობა ასევე კრახით დასრულდა. 

"ცენტრ პოინტის" საქმის გააქტიურების შემდეგ სხვა სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულებიც გააქტიურდნენ. მარტო თბილისში 100-მდე პრობლემური პროექტია, ამას ემატება რეგიონებიც. "სამშენებლო ინსპექციის" მთავარი ინჟინერი პაატა კიკნაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს გამოსავლის მოძებნა შეუძლია, მაგრამ ოპტიმალური სქემის შექმნა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. "ძალიან ძნელია ზუსტად იმის თქმა, რამდენი მილიონი დოლარის ზიანი მიადგა მოსახლეობას. ეს არის უზარმაზარი რიცხვი. ახლა მთავარი საკითხია, როგორ გადავჭრათ პრობლემა. ვფიქრობთ, დაზარალებულებთან ერთად გაკეთდეს სპეციალური ჯგუფი. რაღაც შეთავაზება გვაქვს, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება. მართალია, მოსახლეობისთვის მიყენებული ფინანსური ზარალი ძალიან დიდია, მაგრამ ზოგიერთი ობიექტი ნაწილობრივ აშენებულია და მისი დასრულებისთვის სახელმწიფოს ძალიან დიდი თანხა არ დასჭირდება. მაგალითად, ზოგიერთ ბინა, შეიძლება დასჭირდეს 10 ათასი, ზოგიერთს 50 ათასი. ვებ-გვერდზე გვაქვს დაზარალებულთა გრაფა, ისინი მიუთითებენ ობიექტებს, შემდეგ მივდივართ ადგილზე და ვცდილობთ რაღაც გათვლა გავაკეთოთ", - ამბობს პაატა კიკნაძე.

 

სპეციალისტების განცხადებით, არსებული პრობლემის წარმოშობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს, ვინაიდან სამშენებლო პროცესი თვითდინებაზე იყო მიშვებული და რეგულაციები აღარ გამოიყენებოდა. ამიტომ, აბსოლუტურად გამოუცდელი ბიზნესმენები მარტივად იწყებდნენ სამშენებლო პროექტებს, ჰაერს ყიდდნენ, არასწორი გათვლების გამო, მშენებლობას ვერ ასრულებდნენ და თავადაც ძალიან მძიმე დღეში ვარდებოდნენ. ამას ემატებოდა ისიც, რომ ხელისუფლება კომპანიებს ფულს "აწერდა" და მათი პიარისთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას უსასყიდლოდ სთხოვდა. 


„ასე რომ, მდგომარეობა საკმაოდ რთულია. დამნაშავეების მხოლოდ ნაწილი გისოსებს მიღმა რჩება, თუმცა დაზარალებულთათვის გამოსავალი ისევ არ ჩანს", - დასძენს გამოცემა.



Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up