სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება

access_time2021-05-31 12:15:47


მიმდინარე წლის 29 მაისს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გაშუქდა ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმად სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაუსრულებელ ერთ-ერთ ობიექტზე, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობის საზიანოდ შენდება “ბეტონის ჯუნგლები“, რაც გაუგონარი ბოროტებაა. აღნიშნულს მხარი დაუჭირა ანა დოლიძემ, ისე, რომ მისი მხრიდან საკითხი არ არის სიღრმისეულად შესწავლილი. სამშენებლო კომპანია „სვეტის“ პროექტი გახდა ქართველი ემიგრანტების მოტყუების  საშუალება, ათასობით ადამიანს დაემუქრა ღია ცის ქვეშ ცხოვრება. პროექტი ძირითადად გათვლილი იყო ემიგრანტებისათვის,საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც წლებია გადახვეწილნი არიან საკუთარი ქვეყნიდან და მთელი თავისი დანაზოგი ჩადეს ამ მშენებლობაში. მოტყუებული ხალხის  ოჯახების წინაშე არავინ აიღო პასუხისმგებლობა, გარდა თბილისის მერის, კახა კალაძისა. 2019  წლის 11 სექტემბერს, კახა კალაძის აქტიური ჩართულობით თბილისის მუნიციპალიტეტესა და დეველოპერულ კომპანია “m2 “-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეების წინაშე ვალდებულება აიღო კომპანია „m2“-მა დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით. ეს იყო სასიცოცხლო იმედი კომპანიისგან დაზარალებული თითოეული მობინადრისთვის. კოეფიციენტის გაზრდა კი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ „სვეტის“ პირობებში ხალხის მიერ გადახდილი თანხები აღარ არსებობდა და ასეთ პროექტში, სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ვერცერთი ინვესტორი     შეძლებდა  მშენებლობის დასრულებას. კახა კალაძის მცდელობა გადაერჩინა ქართველი  ოჯახები, არის მისი მერობის პირობებში განხორციელებული ღირსეული საქმე, რისთვისაც მუდამ მადლიერნი იქნებიან ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები.  სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის კახა კალაძის თანადგომა და დაპირებული სიტყვის საქმით ქცევა არის ის ერთადერთი სიმართლე, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობების ირგვლივ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟსს და სიცრუეს საფუძველს აცლის. ხალხი არ დაუშვებს და ვერ შეეგუება უსამართლობას, ტყუილს, უმადურობას. დღეს მავანნი პოლიტიკური ქულების დასაწერად, რეიტინგის ასაწევად, ისევ საფრთხის ქვეშ აყენებენ ერთხელ უკვე განწირულ, განაგდებულ ადამიანებს, რომლებსაც წლების წინ უნდა ჩაბარებოდათ კუთვნილი ბინები და დღემდე ქირით ან სამადლოდ ცხოვრობენ.  დღეს ხალხს წართმეული სასიცოცხლო იმედი დაუბრუნდა და ამ იმედს   ისევ მოკვლით ემუქრებიან. საქმე გვაქვს გაუგონარ ბოროტებასთან, რასაც არ შეეგუება დაზარალებული მოსახლეობა. ყველა იმ პირს, ვინც ამ დეზინფორმაციისა და ბოროტების გვერდით დადგომას გადაწყვეტს და მოსახლეობას ღია ცის ქვეშ ცხოვრების პერიოდს გაუხანგრძლივებს, პირადად, მათივე სახსრებიდან მოვთხოვთ განადგურებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას.



(R)

თეგები:
სვეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up