სამშენებლო კომპანია „ინსი“, COVID-19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების ფარგლებში, საქველმოქმედო აქტივობებს ახორციელებს. კერძოდ, კომპანიამ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის #StopCoV ფონდში 35 000 ლარი გადარიცხა.
#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
ამასთან, კომპანიამ 15 000 ლარის ღირებულების სამედიცინო ინვენტარი (პირბადეები, ერთჯერადი ხელთათმანები, ბახილები, საექიმო ხალათები და სხვა) შეიძინა და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა, საჭიროებისამებრ განსაკარგავად.
StopCoV ფონდში ჩარიცხვა შეუძლია ყველას: https://stopcov.gov.ge/ka/Fund