სამშენებლო ბიზნესიდან პოლიტიკაში - ბეჟან წაქაძე ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია

სამშენებლო ბიზნესიდან პოლიტიკაში - ბეჟან წაქაძე ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია

access_time2020-07-20 13:30:55

ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯი გრუპის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გუნდს წარმოადგენს. ბიზნესმენი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში მმართველ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია.


რატომ გადაწყვიტა პროფესიით ფინანსისტმა და სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენმა პოლიტიკაში წასვლა? ამ კითხვაზე ბეჟან წაქაძემ „კომერსანტს“ განუმარტა, რომ სადეპუტატო მანდატი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მეტი შესაძლებლობების მომცემია. ხოლო პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში რა უნდა იყოს პირველი საკანონმდებლო ინიციატივა  ამ კითხვაზე ბიზნესმენს კონკრეტულად არ განუმარტავს გეგმები, თუმცა აღნიშნა რომ ყველა ოლქის პრობლემა მსგავსია, რაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს, მისი ინიციატივები სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი საწარმოების აშენებას შეუწყობს ხელს.


„როგორც ბიზნესმენმა შევძელი რაღაც გამეკეთებინა ხალხისთვის, რაღაც გამომდიოდა, რაღაც არ გამომდიოდა. პოლიტიკაში წასვლით გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებ. ზოგადად „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ძლიერი გუნდი წარადგინა, რომელიც თავიანთ სფეროში გამოცდილი ხალხითაა დაკომპლექტებული.  ვფიქრობ, რომ დღეს პანდემიის დამარცხება და ეკონომიკური განვითარება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. მომავალი პარლამენტის პირველი ამოცანა სიღარიბის დონის შემცირება და განათლების სისტემაზე ზრუნვა იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალია.  იმ, გამოცდილებას, რაც მე დავაგროვე მშენებლობისა თუ წარმოების სფეროში გამოვიყენებ იმისთვის, რომ მოვახმარო ჩემს ოლქს და ქვეყანას, შეიქმნას მეტი საწარმო ,მეტი სამუშაო ადგილი - ეს ყველა რეგიონისა თუ ოლქის პირველი პრობლემაა.



მე კარგად ვიცნობ ჩემს ოლქს - იქ დავიბადე და გავიზარდე, მთელი ცხოვრება იქ გავატარე და დღემდე არ შემიწვეტია ჩემს რეგიონზე ზრუნვა. კარგად ვიცნობ ასევე აქაურ პრობლემებს და ჩვერთვები მათ მოგვარებაში. პირველ ზრუნვას დასაქმებაზე დავიწყებთ როგორც კანონპროექტების ინიცირებით, ასევე მათი განხორციელებითა და კონტროლით,“ - განმარტავს ბეჯან წაქაძე.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ბეჟან წაქაძე პოდოვსკის ელექტრომექანიკური ქარხანის მთავარ ბუღალტრად მუშაობდა.  მოგვიანებით კი, ვანის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექციის უფროსის პოზიცია დაიკავა.  2000-2002 წლებში საქართველოს სამთო- გეოლოგიური ასოციაციის ფინანსური მენეჯერი იყო, 2002 წელს კი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგადასახადო ინსპექციაში გადაინაცვლა ინსპექტორის პოზიციაზე. 2005-2007 წლებში, ბეჟან წაქაძე საგადასახადო-საკონსულტაციო სააუდიტორო ორგანიზაცია ”პროფესიონალის” დირექტორად მუშაობდა, 2007-2010 წლებში სამშენებლო კომპანიების ”მოდულის”, ”სასკოს”, ”ბილდერსის”, ”კალასის” და ”თბილ ელიტ ჰაუსის” ფინანსური მენეჯერი გახდა. 2010 წელს კი, სამშენებლო კამპანია Georgian Development Group 1 დააფუძნა.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up