სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, იურიდიულის მიმართ  კი 10-ჯერ გაიზარდა

სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, იურიდიულის მიმართ კი 10-ჯერ გაიზარდა

access_time2020-07-15 11:50:43

„ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც მერმა აღნიშნა, სახიფათო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ.



თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ჯარიმებიც იწერება, ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმას იხდიან და გარემოს დაბინძურებას განაგრძობენ. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერიის მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა და ჯარიმების ოდენობა გაიზარდა.




„ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. დაწყებული გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, თუმცა ეს არ კმარა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და მივიღოთ ის შედეგი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები. სამედიცინო ნარჩენი ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა, ინერტული მასალები კი, როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, ასევე, ვიზუალური თვალსაზრისით, დიდ პრობლემას წარმოადგენს. როდესაც უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექი, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად დავიწყეთ - გამოიწერა ბევრი ჯარიმა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები ჯარიმას უპრობლემოდ იხდიდნენ და ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა უბანში გრძელდებოდა. შესაბამისად, შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს წარვუდგინეთ. მოხდა მთელი რიგი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ და ჯარიმები გაიზარდა. სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ“, - განაცხადა თბილისის მერმა.




მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების აღსრულებას ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებენ.



„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები ყოველდღე ჯარიმდებოდნენ, ეს მათთვის წინაღობას არ წარმოადგენდა, რადგან დაბალი იყო ჯარიმების ოდენობა. რაც შეეხება სანქციების ოდენობას, სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება - 5 000 ლარით, იურიდიული პირი 1 000 ლარის ნაცვლად - 10 000 ლარით, ხოლო სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარის ნაცვლად - 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი - 1 500 ლარის ნაცვლად, 15 000 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება აღსრულებას, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამას ყოველდღიურ რეჟიმში დიდ ყურადღებას მიაქცევენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობას გამოვასწოროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




თეგები:
ჯარიმა



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up