სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მცირე კომპანიების ბაზრიდან გასვლას გამოიწვევს

სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მცირე კომპანიების ბაზრიდან გასვლას გამოიწვევს

access_time2021-07-05 10:00:23

თბილისის მერია სამშენებლო სფეროს მოწესრიგებას ცდილობს, სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვები აქტიურ ფაზაშია. კალაძის მთავრობას იმედი აქვს, რომ კანონპროექტში შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რომლებიც სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. საკანონმდებლო პაკეტი თავიდანვე მიუღებელი იყო ბიზნესისთვის, მაშინ სამშენებლო სექტორი გარკვეული შენიშვნებზე საუბრობდა, თუმცა დღეს „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებენ, რომ კანონპროექტი მცირე კომპანიების ბაზრიდან გასვლას გამოიწვევს.


კომპანია „სანრემას“ დირექტორი ზაზა სანიკიძე აცხადებს, რომ შენობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ახალ რეგულაცია სამშენებლო სექტორს დაღუპავს. მისი თქმით, ბაზარზე მხოლოდ მსხვილი 3-4  კომპანია დარჩება. ბიზნესმენი ამბობს, რომ კომპანია მიმდინარე პროექტებს დაასრულებს, რის შემდეგაც ახალ მშენებლობას აღარ დაიწყებს:

 

„კორპუსი თან იყიდება, თან შენდება. ადამიანი, რომელიც ბინას ყიდულობს, დასრულებას ვერ ელოდება, არ არის საქართველოში ისეთი ცხოვრების დონე, რომ მომხმარებელი ექსპლუატაციაში შესვლას დაელოდოს. ეს რეგულაცია სადღაც თითქოს საჭიროა, მაგრამ დიდად ხელს არაფერს უშლის ჩაუბარებელ სახლში ცხოვრება. სჯობს კომპანიებისთვის მოიფიქრონ რამე ბერკეტი თუ კორპუსი ექსპლუატაციაში არ შევა, ვიდრე ხალხი დაიჩაგროს. იმხელა ფინანსური რესურსი რომელ მშენებელს აქვს, რომ კორპუსი მთლიანად დაასრულოს და შემდეგ დაიწყოს გაყიდვები. მოსახლეობას წინასწარ შეეშინდება ბინის ყიდვის, რადგან არ ეცოდინება სახლი შევა თუ არა ექსპლუატაციაში, რადგან ამაზე იქნება გაზის და დენის მიწოდება დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ბაზარზე არ იქნება კონკურენცია, ფასები გაიზრდება. ზუსტად ვიცი, რომ მეტ განაცხადს მე მშენებლობაზე აღარ გავაკეთებ, ძალიან ბევრი ვიცი კომპანიაა, რომელიც ჩემს აზრზეა, მოკლედ რომ ვთქვათ, მოგვსპეს. არანირი სურვილი არ მაქვს მშენებლობა რომ დავიწყო. ვერ გავრისკავ და არც იმდენი სახსრები მაქვს, რომ მშენებლობა ჯერ დავასრულო და შემდეგ გავყიდო. კი, საწყისი ეტაპის თანხა მაქვს, მაგრამ შემდეგ გაყიდვებზე ვარ დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტის მიზანი თავიდანვე მცირე კომპანიების ბაზრიდან გაქრობა იყო. რაც აქამდე კორპუსები ამიშენებია, არც ერთი არაა ჩაუბარებელი და სხვა რა პრობლემა იყო?“, - განაცხადა ზაზა სანიკიძემ.

 

ბაზრიდან გასვლას აანონსებს კიდევ ერთი მცირე სამშენებლო კომპანია. ,,სლოუფ ბილდინგის“ დირექტორი მედეა ხიჯაკაძე აცხადებს, რომ თამაშის ახალი წესებით მსხვილი კაპიტალის არ მქონე კომპანიები ახალი პროექტის დაწყებას ვერ შეძლებენ. მისი თქმითაც, ბაზარზე მხოლოდ დიდი სამშენებლო კომპანიები დარჩებიან.


 

„შენობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას სექტორზე უარყოფითი გავლენა ექნება, მცირე სამშენებლო კომპანიები დიდწილად გაყიდვებზე არიან დამოკიდებულები, კანონპროექტის მიღების შემდეგ კი ბევრი კომპანია ბაზრიდან გავა. პროექტს, რომელზეც ვმუშაობ, დავასრულებ და ბაზრიდან მაც გავალ“, - აცხადებს მედეა ხიჯაკაძე.

 

საკანონმდებლო ინიციატივა სამშენებლო სექტორს რომ დააზიანებს, ადასტურებს შპს „ლივინ დეველოპმენტის“ დირექტორი მამუკა წერეთელიც. მისი თქმით, კომპანიებს, რომლებიც გაყიდვებზე არიან დამოკიდებული, ბაზრის დატოვება მოუწევთ:

 

„დღევანდელი მდგომარეობით ფართების გაყიდვა მშენებლობის პროცესში მიმდინარეობს, შესაბამისად ახალი რეგულაცია სექტორს დააზარალებს. ფართების რეალიზაცია ვერ მოხერხდება. თითქმის ყველა კომპანიას აქვს შიდა უპროცენტო განვადება, რა დროსაც თანხას გრაფიკით იხდიან, შესაბამისად ბანკში გადასვლის დროს ნაკლები თანხაა გადასახდელი, ეს პრობლემაც აქტუალური იქნება. ჩვენს შემთხვევაში, გაყიდვები მხოლოდ შიდა უპროცენტო განვადებაზე დამოკიდებული არ არის. კომპანიებს, რომელთა გაყიდვები მშენებლობის პროცესზეა მიბმული, რა თქმა უნდა, პრობლემები შეექმნებათ. ის მომხმარებლები, რომელთაც არ ექნებათ სრულად თანხა ბინის შესაძენად, დამოკიდებულები სრულად ბანკზე იქნებიან, ხოლო ბანკს თავისი პირობები აქვს“, - ამბობს მამუკა წერეთელი.

 

თავდაპირველად კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა მაია ბითაძის განაცხადა, რომ დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან. თუმცა, მალევე განაცხადა, რომ შენობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას ბინების გაყიდვის პროცესთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტით მკაცრდება ექსპლუატაციაში მიუღებელ და მშენებარე შენობებში დენისა და გაზის მიწოდების საკითხები. საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატის განმარტებით, სამუდამოდ გადაჭრის პრობლემას და მოსახლეობა მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებში იცხოვრებს. ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებული რეგულაცია იმ მშენებლობებს შეეხება, რომლებზეც სამშენებლო ნებართვა 2022 წლიდან გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში 12 000 სამშენებლო ნებართვაა გაცემული. აქედან კი დაახლოებით 6 000 ობიექტი ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up