„სამშენებლო ამნისტია“ დეველოპერებისთვის მისაღებია, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი ბუნდოვანი

„სამშენებლო ამნისტია“ დეველოპერებისთვის მისაღებია, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი ბუნდოვანი

access_time2021-02-25 11:00:40

„სამშენებლო ამნისტიის“ შესახებ კანონპროექტი მოამზადა,თბილისის მერიის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტი, პარლამენტში უკვე შევიდა. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, რომელიც 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული. ერთადერთი კრიტერიუმი, რაზეც შეღავათები და ამნისტია არ გავრცელდება, უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. თბილისის მერი აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რომელმაც სამშენებლო სფეროს მოწესრიგებას ხელი უნდა შეუწყოს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა გავლენა ექნება ახალ წესებს სამშენებლო სექტორზე. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი სამშენებლო სექტორს რამდენიმე დღის წინ გადაეგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული შენიშვნები აქვთ საკანონმდებლო პაკეტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია.


არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი




„კანონპროექტს შევაფასებ, როგორც სამშენებლო სექტორისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს. საკითხს აქვს ორი მხარე - ერთი არის ის, რომ ქვეყანაში მიმდინარე არა ერთი პროექტია, ეს გამარტივდება და კარგია. მეორე არის ის, ცვლილებები გამოიწვევს სამშენებლო სექტორის კიდევ უფრო მოწესრიგებას და პროცესების სწორად წარმართვას. სექტორი, რომ გამორჩეულია ეს კრიზისმაც აჩვენა, მცირე ცვლილებები არის როგორც ფასი,ს ასევე გაყიდვების კუთხით, თუმცა იმ გამოწვევას, რომელიც პანდემიამ დააყენა აშკარად გაუძლო. საკანონმდებლო ცვლილებებს ყველა კომპანიაზე ექნება გავლენა, რადგან გადაწყვეტილებები ​მომავალში სამშენებლო სექტორის ფუნქციონირებას დაარეგულირებს .

 

მნიშვნელოვანია, რომ მერიამ განსაზღვროს ვადები ექსპლუატაციაზე, რა პერიოდში იქნება პასუხები დაბრუნებული და ეს ვადები მკაცრად იყოს დაცული, რათა პროცესი არ გაიწელოს. მთავარი არის ის, რომ მერიის გადაწყვეტილებების ვადები იყოს ადეკვატური, განსაზღვრული და მკაცრად დაცული. ეს არის ჩვენთვისაც და ყველა კომპანიის მნიშვნელოვანი. ასეთი პროექტის ინიცირებისას, დარწმუნებული ვარ ეს გათვლები ექნებათ. ახლა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაბამისად მზად უნდა იყოს მერიის შესაბამისი სამსახურები, რომ ეს მიმართვიანობა გაატარონ. ყველას კარგად გვესმის, რომ დიდი რაოდენობაა ისეთი, მშენებლობების ქვეყანაში, რომელიც ამნისტიის ფარგლებში მოხვდება. სხვა ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენთვის იქნება მიუღებელი არ არის“,


აქსისი გენერალური დირექტორი თეიმურაზ ჭოხონელიძე 




„ვინაიდან საკანონმდებლო ინიციატივის ტექსტი ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, სრულყოფილ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ის თეზისები, რომელიც ქალაქის მერმა ბატონმა კახი კალაძემ გააჟღერა მისასალმებელია.

არა მარტო იმ ნაწილში, რომელიც ამნისტიას ეხება გარკვეულ დარღვევებზე და ექსპლუატაციაში მიღების საკითხს, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და დიდი შვება იქნება არა მარტო კომპანიებისათვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც. ფაქტია, რომ ექსპლუატაციაში მიუღებლობა მობინადრეებსაც პრობლემებს უქმნის. არამედ რეგულაციების ნაწილშიც. არის ისეთი დარღვევები, რომლებიც დაუშვებელია მშენებლობაში როგორც უსაფრთხოების, ასევე ხარისხის კუთხით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკოლოგიის საკითხები და ამასთან დაკავშირებული, მაგალითად, თბოდანაკარგების საკითხი. ნორმები ამ კუთხით უკვე პროექტირების ეტაპზე ირღვევა და ჩვენ ვხედავთ „ცივი“ 20 სანტიმეტრიანი ბლოკით აშენებულ კედლებს და ისიც კონსტრუქციული თვალსაზრისითაც არასათანადოდ შესრულებული და ა.შ.

სასურველია, რომ დოკუმენტის განხილვაში რაიმე ფორმით მენაშენეთა და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები იყვნენ ჩართული. ჩვენ მაზად ვართ ხელისუფლებასთან კოოპერაციისათვის, რათა ერთად მივაღწიოთ ქვეყნისთვის სასურველ შედეგს. ასე რომ მივესალმებით ამ თემის შემოტანას საკანონმედბლო დონეზე“.



მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი







„კანონპროექტი გადმოგვიგზავნეს და ჩვენს შენიშვნებს ელოდებიან, საკითხზე ვერ დაგელაპარაკებით სანამ არ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ჩვენი მიზანია საქმე გამოვიდეს და ერთი ნაბიჯით მაინც, წინ წავიწიოთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ რიგი საკითხები არასწორადაა დანახული, ჩვენ ჩვენს პოზიციას გავგზავნით“,


 

„ბინადარის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგა ტალახაძე




 


„სამშენებლო ამნისტია ყველასთვის მისაღები იქნება, არა მარტო ბინადარისთვის. საკონმდებლო ინიციატივა დეტალურად არ მაქვს განხილული, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საინტერესო დოკუმენტი კეთდება, ძველი მშენებლობები, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო შესული უმნიშვნელო დეტალების გამო, აღნიშნული საკითხი ამნისტიით იქნება გადაწყვეტილი და შეთანხმებული“,

 

 

სამშენებლო კომპანია „ივერონის“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაყელი


 



„დღეს იმდენად რთული სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, ყველანაირი რეგულაციისგან უნდა შევიკავოთ თავი. ახლა საუბარი უნდა იყოს სწორედ ამნისტიაზე და ხელშეწყობაზე, ჩვენ გვჭირდება მდგომარეობის გამარტივება და არა გართულება. როცა სიტუაცია დასტაბილურდება და ბიზნესი ამოისუნთქებს, შემდეგ ყველაფერზე შეიძლება საუბარი. ამნისტიაზე უკვე ორი წელია არის ლაპარაკი, ჩააბაროს ამ ხალხმა ბინები, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ბევრი შენობაა ჰაერში გამოკიდებული. ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ვადები. ექსპლუატაციის მიღებამდე, ვცდილობ რიგი საკითხები მოვაგვარო. თუ ეს საკითხი არ გაჭიანურდება, ბევრი პრობლემა მოგვარდება“,



იმ შემთხვევაში, თუ ექსტერიერის ან ინტერიერის, განაშენიანების რეგულირების ხაზების, ფუნქციური ზონის ან სულაც პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დარღვევა დეველოპერს საპატიოდ ჩაეთვლებათ, ნებართვის შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში ჯერ ჯარიმას, განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. საკითხმა დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები დააბნია :



არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი





„რა თქმა უნდა ჯარიმა მისაღებია, მაგრამ სისხლის სამართალი იქნება თუ სხვა სასჯელი ამას მსჯელობა კიდევ შეიძლება. მგონი სჯობს, რომ განხილულ იქნეს, რა იქნება ჯარიმის შემდგომი ნაბიჯი. საკითხი ღია უნდა დარჩეს და განხილვას ექვემდებარებოდეს“,



სამშენებლო კომპანია „ივერონის“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაყელი




„თუ ისეთ რაღაცას არღვევ, რაც პრობლემას უქმნის მოსახლეს ან პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს. საჭიროა, რომ საკითხი ჩაშლილი იყოს. ბიზნესთან ყოველთვის ლმობიერი დამოკიდებულება ჯობია. თუ განვითარდა ქვეყანა და ბიზნესი, როგორ უნდა სჭირდებოდეს ბიზნეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით შეშინება, ცოტა უხერხული მომენტია. ეს უნდა იყოს ეთიკის და კომპანიის პრესტიჟის მომენტი. მშენებლობა რთული საკითხია, რაც არ უნდა კარგი პროექტი გქონდეს, პროცესმა შეიძლება ცვლილება გამოიწვიოს, ზუსტად ვერ გათვლი, ან თუნდაც უნებლიე შეცდომა გაეპარა მშენებელს და ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სწორი არ მგონია. რა პუნქტებია, რას და როგორ ეხება, რა მუხლებით? ეს ყველაფერი განსახილველი საკითხია“,

 

დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობისა და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას,იქნება თუ არა საკონმდებლო პაკეტები ერთის მხრივ პრობლემების მოგვარების, ხოლო მეორეს მხრივ სამშენებლო სექტორისთვის ახალი ტვირთი, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.



ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up