სამსახურთან დაკავშირებული სტრესით ამერიკაში წელს 120 000 ადამიანი გარდაიცვალა - თამარ  თანდაშვილი

სამსახურთან დაკავშირებული სტრესით ამერიკაში წელს 120 000 ადამიანი გარდაიცვალა - თამარ თანდაშვილი

access_time2020-07-04 14:30:44

ფსიქიკური ჯანმრთელობა 21 -ე  საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი და აქტუალური თემაა. ფსიქიკურ  ჯანმრთელობაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე  უკვე  დიდი  ხანია, რაც აშშ-ში დაიწყეს საუბარი, შემდეგ  ეს  თემა  პოპულარული გახდა ევროპაში და დღეს უკვე საქართველოშიც შეინიშნება ეს ტენდენცია.

 

თუ რას ნიშნავს  ფსიქიკური უსაფრთხოება,  ამის შესახებ „კომერსანტის დილაში“ ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა ისაუბრა.თამარ თანდაშვილის განცხადებით ამ დრომდე არ არსებობდა კვლევები, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხს პრობლემატურს გახდიდა და აჩვენებდა საზოგადოებას რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით.

 

თანდაშვილი აღნიშნავს, რომ თუკი  ამერიკაში კორონავირუსმა 129 000 ადამიანი  იმსხვერპლა, სამსახურთან დაკავშირებული სტრესით ამერიკელებს წელს 120 000 ადამიანი მოუკვდათ.

 

„120 ათასი გარდაიცვალა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ სტრესისგან გამოწვეული ჯანმრთელობის გართულება და ეს სტრესი სამსახურში წარმოიშვა. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები სამსახურში რვა საათზე მეტს ვატარებთ, უნდა ვიცოდეთ რა შეიძლება  მოხდეს ისეთი, რის შედეგადაც ადამიანს შეიძლება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა გაურთულდეს და  შემდეგ სიკვდილიც გამოიწვიოს,“-აცხადებს თანდაშვილი.

 

მისი განცხადებით,  საქართველოში ამ მხრივ კვლევები არ  გავრცელებულა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 30-40 წელი საქართველოსთვის საკმაოდ ტრავმული იყო, თანდაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნების სტატისტიკას არ ჩამოუვარდება.

 

იმისათვის რომ სამსახურში ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას პრობლემა არ  შეექმნას, თანდაშვილის აზრით, დამსაქმებელმა პირველ იერიში არ უნდა მიიტანოს დასაქმებულის თვითშეფასებაზე.


„ადამიანის თვითშეფასება არის ძალიან მოწყვლადი, გარემოს შეუძლია, ადამიანის თვითშეფასების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რაც სამსახურეობრივ კონტექსტში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება.ძალიან ბევრ ადამიანს თუ  არასწორად იქცევა უფროსი ან თანამშრომელი, ან ორგანიზაციული კულტურა არ  არის  ლმობიერი ადამიანების მიმართ , ისინი ადამიანებში  ძალიან ხშირად ისეთ არაჯანსაღ ემოციებს აღძრავენ, როგორიც  არის  დანაშაულის, შიშის და სირცხვილის განცდა.


ეს  სამი არის  დამანგრეველი ემოციები და უმჯობესია, რომ ადამიანებს არც ერთ  კონტექსტში არ ჰქონდეთ ამასთან შეხება და თუ  ეს მაინც გვხვდება სამსახურში, სადაც დღეში  რვა საათს ვატარებთ , ეს შემდეგ მეხსიერებაში ინახება, რის  შედეგადაც შეიძლება, რომ პოტენციურად მსხვერპლი გავხდეთ. სწორედ ეს არის ის რასაც არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ გარემოს ეძახიან“-აცხადებს თანდაშვილი.

 


ფსიქოლოგი  ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ბიზნესისთვის ფსიქოლოგიური  უსაფრთხოება ბოლო წლებში  აქტუალური გახდა, თუმცა მისივე  განცხადებით, ეს ტენდენცია არის იმპორტირებული და იმ ბიზნესებში გვხვდება, რომლებშიც ევროპიდან ან შეერთებული შტატებიდან  ჩამოსული ადამიანები არიან დასაქმებულები.

 

„მათ თავისდაუნებურად  წამოიღეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა , რომელიც მათ მასპინძელ კომპანიებში არსებობდა მაშინ, როდესაც  ისინი იქ მუშაობდნენ ან სწავლობდნენ. აქედან  გამომდინარე მათ გადაწყვიტეს, რომ ამის  იმპლემენტაცია საქართველოშიც გააკეთონ, რაც ძალიან კარგია.

 

როდესაც ადამიანები ზრუნავენ თავისი  თანამშრომლების  ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში  მოიცავს ადამიანების  ურთიერთობის კულტურას და იმ საზღვრებს, რომელსაც არ უნდა გადახვიდე, მაშინ როდესაც მეორე ადამიანს ესაუბრები ან თუნდაც  მეორე ადამიანის  პერფორმანსი შენთვის არის პრობლემური.

 

უნდა ვიცოდეთ სად გადის ლმობიერების ზღვარი, თუნდაც საყვედურის გამოცხადების ან უკმაყოფილების  გამოთქმის ან რაღაცა სხვა არასახარბიელო სიტუაციის მართვის შემთხვევაში. თუმცა,  კომპანიების უმეტესობას შეიძლება ამის შესახებ არც გაუგიათ ან არ მიაჩნიათ რომ ეს არის  ნორმა, რადგან მათი აზრით, მთავარია ბიზნესის გადარჩენა და რა დროს  ფსიქოლოგიური უსაფრთხოებაა“-აცხადებს თანდაშვილი.


მისი განმარტებით, ასეთი მიდგომა ბიზნესს ურტყამს, რადგან  მთავარი პროდუქტი, რომელიც  ბიზნესს  გააჩნია არის  ადამიანების რესურსი და ადამიანის რესურსი განუსაზღვრელია.

 

„აქედან გამომდინარე ეს  არის  ის  რაც  შენ უნდა გამოიყენო მაქსიმალურად, იმისთვის  რომ ოპტიმიზაცია მოახდინო, საკუთარი ბიზნესის და არა ბიზნეს პროდუქტების, თუკი თავის ტვინი არ იმყოფება  ჯანმრთელად და  ამისი გამომწვევი მიზეზი შენ და შენი ორგანიზაციული კულტურა ხართ ამ  შემთხვევაში ბიზნესი მონეტარულად ძალიან ბევრს აგებს,“-აღნიშნავს თანდაშვილი.

 

თამარ თანდაშვილმა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი ვერ ხვდება როდის ძალადობენ მასზე ფსიქოლოგიურად, რადგან შესაძლოა ამას  რადიკალური ფორმები სულაც არ ჰქონდეს, რაც ისედაც შეცნობადი ძალადობაა.

 

თანდაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს ძალადობის უფრო ნატიფი და გაცილებით  უფრო  ფარული  ფორმები, რომელთა ამოცნობაც ცოტა უფრო რთულია, რადგან საზოგადოებას ამის შესახებ ნაკლები ცოდნა და გამოცდილება აქვს.

 

„გამოცდილება  უნდა გაგაჩნდეს  ან  თეორიულად  მაინც  უნდა იცოდე  რაზე  გელაპარაკებიან. პირველ  რიგში, ეს არის ღირსების  შემლახველი ნებისმიერი  სიტუაცია,  რომელშიც  შეიძლება აღმოჩნდე და ამ  სიტუაციის  მართვა  ევალება  ორგანიზაციას, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან შენს უშუალო უფროსს , ეს  არის  მათი  მოვალეობა  რომ  შენ  ღირსება  შეგრჩეს.

 

ყველა სიტუაციაში, ღირსება უნდა დაიცვან , როგორც  კი  ღირსება ილახება და ღირსებაზე  ვიღაცას  იერიში  მიაქვს იქ უკვე  არის  ტოქსიკური გარემო და შენზე  ფსიქოლოგიურად  ძალადობენ.

 

ადამიანი სამსახურში ასევე   შიშს  არ  უნდა განიცდიდეს, ხანდახან არის შემთხვევები, როცა თანამშრომლებს უფროსის  ეშინიათ, ეშინიათ იმის რომ ხმა  არ გაუვრცელონ, რაღაც არ დააბრალონ ან რამე სხვანაირად  არ  გაიგონ და ჰგონიათ , რომ ყოველ დღე  ლანჩზე რომ გადიან და ამას ერთმანეთს უზიარებენ ეს ჩვეულებრივი და ნორმალურია, თუმცა, არაფერი  ამაში  ნორმალური არ არის, იმიტომ რომ დღის  განმავლობაში  შიშისა და  ემოციის  განცდა  არ  არის  ბუნებრივი და  ჯანსაღი  ფსიქოლოგიური გარემო,“-აცხადებს თანდაშვილი.

 

მისი განცხადებით, ასევე არ არის ნორმალური  როდესაც სამსახურში ადამიანი განიცდის სირცხვილს და დანაშაულს. მისი განმარტებით ეს ორი განცდა  პირდაპირი  ინდიკატორია იმისა , რომ ადამიანი არაჯანსაღ გარემოში მუშაობს.

 

„ეს არის  ტოქსიკური  გარემო და  რაღაც ან უნდა  შეიცვალოს ან შენ უნდა გაასწრო იქიდან სანამ რამე პრობლემა  შეგქმნია ფსიქიკური  ჯანმრთელობის და ფიზიკური  ჯანმრთელობის  მხრივ.“

 


თეგები:
ფსიქოლოგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up