სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.6%-ით გაიზარდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.6%-ით გაიზარდა

access_time2019-12-20 13:40:41

2019 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.5 პროცენტით. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.


წინა თვესთან შედარებით ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან
აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1.6 პროცენტი). ამასთან, ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე დაფიქსირდა ფასების კლება (-2.7 პროცენტი).


ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.



12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:


  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 7.07 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (9.6 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (38.2 პროცენტი);


  • სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 16.3 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.06 პროცენტული პუნქტით აისახა;


  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 3.1 პროცენტით, რამაც 0.38 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.


„კომერსანტი“





ჯო ბაიდენის პირველი 100 დღე - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის დაპირებები

ჯო ბაიდენის პირველი 100 დღე - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის დაპირებები
access_time2021-01-21 20:00:27
ამერკის 46-ე პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცის დადებისას ამერიკის  მოსახლეობას იმ დაპირებების საკმაოდ გრძელი სია წარუდგინა, რომლის შესრლებასაც მისი პრზიდენტობის პირველ 100 დღეში აპირებს.  ამ  დაპირებებში პრიორიტეტული კორონავისურთან ბრძოლაა. ბაიდენი ამერიკელ ხალხს შეპირდა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად 1,9 ტრიოლიონ დოლარს გამოჰყოფს, რომელიც  ამერიკელ ხალხს და პანდემიით დაზარალებულ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-21 21:00:04
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) დამტკიცდა, რომ რუსეთის ფედერაციის გარკვეულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ, 2008 წლის აგვისტოში, დაარღვია კონვენცია, ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული...

Handelsblatt: აშშ-ს პრეზიდენტი შეიცვალა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ კი პრობლემად რჩება

Handelsblatt: აშშ-ს პრეზიდენტი შეიცვალა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ კი პრობლემად რჩება
access_time2021-01-21 19:00:32
შტატებში ძალაუფლება ახალმა პრეზიდენტმა გადაიბარა, მაგრამ დონალდ ტრამპის პერიოდში დაწყებული კონფლიქტი რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ არსად არ გამქრალა. ის ვაშინგტონს და ბერლინს შორის დაპირისპირების საგნად კვლავ რჩება. ახალი რეალობაში ტრანსატლანტიკური საგაზო დიპლომატიის დროც მოვიდა.   ზღვარი იმედსა და თავის მოტყუებას შორის  - ძალიან მყიფეა. თუ ბერლინში აქამდე ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ რუსული გაზსადენის პრობლემა თავისთავად,  ვაშინგტონში...

“ამბასადორი“ 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს

“ამბასადორი“ 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს
access_time2021-01-21 17:00:44
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია „ამბასადორი“ახორციელებს. საინვესტიციო პროექტის ღირებულება - 40 მლნ დოლარს შეადგენს. ცენტრი ჯამში 600 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.   საპროექტო სამუშაოებს საფუძვლად დაედო ხელოვნებამცოდნეთა საექსპერტო კვლევა. მოხდა პროექტის მოდიფიკაცია, განახლება და სრულ შესაბამისობაში მოვიდა არსებულ გარემოსთან. საინვესტიციო პროექტის...

“ცის” გახსნის პროცესი დაწყებულია - ვინ არის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი?!

“ცის” გახსნის პროცესი დაწყებულია - ვინ არის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი?!
access_time2021-01-21 18:00:57
საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კვლავ Wizz Air-ია. “ლოუქოსტერმა” საქართველოს ბაზრის ლიდერის სტატუსი, პირველად, 2018 წლის მაჩვენებლებით მოიპოვა, 2019 წელს პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და COVID-19 პანდემიის პირობებშიც კი მოახერხა და 2020 წლის მაჩვენებლებით ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.   2020 წლის რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, Wizz Air-ის წილი 23 %-ია, რაც იმას მოწმობს, რომ 2020 წელს კომპანიამ მოახერხა და საქართველოს ავიაბაზარზე წილობრივი...


მსგავსი სიახლეები

up