სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

access_time2019-01-21 20:30:29


2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში.


ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის.


თუმცა, რეალობამ გადააჭარბა მოლოდინს - იმ დღეს და მხოლოდ ლოს-ანჯელესის იმ ერთ სალონში მიღებული იყო 2 000 შეკვეთა, მთლიანად კი მაჩვენებელმა მხოლოდ 1 კვირის მანძილზე გადააჭარბა 325 000-ს - ეს მაშინ, როდესაც Tesla-მ იმ პერიოდისთვის სულ გამოუშვა მხოლოდ 150 000 ავტომობილი.


ამის შემდეგ კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა დაგ ფილდმა მოიწვია თათბირი, სადაც განაცხადა - „თქვენ უკვე მუშაობთ სხვა კომპანიაში. ყველაფერი შეიცვალა“...


მეორე დღეს, შაბათს, მასკი ამოწმებდა ერთ-ერთ მოდულს და ცდილობდა გაერკვია  - რატომ  არ მუშაობდა იგი. ამ დროს მისი ყურდღება მიიქცია ახალგაზრდა ინჟინერმა, რომელიც გვერდით იდგა.


„ე, ბიჭო, ეგ რაღაცა არ მუშაობს, რატომ ამ შეაკეთე?“  - დაუყვირა მასკმა.


ახალგაზრდა ინჟინერი უცბად ვერც მიხვდა რაზე იყო საუბარი და შეეცადა გარკვევას. განრისხებულმა მილიარდერმა კი დაუღრიალა - „იდიოტო, წაეთრიე აქედან და არ დაბრუნდე“.


რამდენიმე წუთში ინჟინერთან მივიდა მენეჯერი, რომელმაც შეატყობინა, რომ  დათხოვნილია სამსახურიდან. ახალგაზრდა თანამშრომელი იყო შოკირებული, რადგან ძალიან კარგად მუშაობდა და საწარმოში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა.


ეს არის ტიპური ისტორია ილონ მასკისთვის. Tesla-ს საწარმოები აღჭურვილია უახლესი რობოტიზირებული დანადგარებით, რომლებიც ხშირად გამოდის მწყობრიდან. ამ დროს იქ მოდის მასკი, გაბრაზების გამო გაწითლებული სახით, ის დადის საამქროებში, რაღაცას ეკითხება მუშებს, მიუთითებს მათ შეცდომებზე და ეუბნება, რომ ისინი არ არიან საკმარისად ჭკვიანები იმისთვის, რომ იმუშაონ ამ კომპანიაში.


ყველამ იცის მასკის ამ ახირების შესახებ, მისთვის ტერმინიც კი მოიფიქრეს - „სამსახურიდან დათხოვნა განრისხებულ მდგომარეობაში“ - განრისხების დროს მილიარდერმა გააგდო სამსახურიდან არაერთი თანამშრომელი.


ტოპ მენეჯერები ცდილობენ მის დაშოშმინებას - მასკის ერთ-ერთმა თანამოაზრემ ჯონ მაკნილმა ერთხელ უთხრა - „ვერც ერთ ადამიანს ვერ მოუვა თავში გენიალური იდეა მაშინ, როდესაც მას მისდევს ვეფხვი“.


თუმცა, ამან ვერ უშველა.



თათბირების დროს მასკი ყოველთვის ამბობს, რომ Tesla არაა უბრალოდ ჩვეულებრივი კომპანია, სადაც სამუშაო დღე გრძელდება 9-დან 17-მდე, რომ ყველა თანამშრომელმა უნდა ჩადოს მის განვითარებაში შესაძლებლობების მაქსიმუმი. ამან გამოიღო კიდეც სასურველ შედეგები - 8 თვეში კომპანია ავიდა ახალ სიმაღლეებზე - 5000 ავტომობილი კვირაში, ხოლო 2017 წლის ბოლოსთვის Tesla-ს მოგებამ შეადგინა 312 მლნ. დოლარი.


გამოდის, რომ ილონ მასკის მართვის არაადამიანურმა სტილმა გაამართლა.


თუმცა, ეს გზა აღმოჩნდა ძალიან მძიმე როგორც Tesla-სთვის, ასევე პირადად მასკისთვის. „სამრეწველო ჯოჯოხეთის“ გამო  მან დაკარგა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი, მეტიც, მას ზურგი აქცია ბევრმა ფანატმაც.


მასკი ასევე ცნობილია გაუაზრებელი გამონათქვამებით საჯარო სივრცეში და მისი პოსტები  Twitter-ში ხშირად გამხდარა სკანდალის მიზეზი.


მან ასევე გაუფუჭა ურთიერთობები ყველა რანგის ქვეშემდგომთან. ყველა თანამშრომელი აღწერს სამუშაო პირობებს Tesla-ში, როგორც „უსაშინელესს“, ყველას აქვს ძალიან დაძაბული ურთიერთობები მასკთან, რომელიც ხშირად აყენებს მათ შეურაცხყოფას.


როგორც ამბობენ ადამიანები, რომლებსაც უმუშავიათ მასკთან, ამის ყველაფრის მიზეზია მისი ამბიციები - იქნება ეს SpaceX, Tesla ან The Boring Company —  ის ცდილობს სამყაროს შეცვლას, ეს კი არაა ადვილი ამოცანა.


ის ყოველთვის აზროვნებს ჩარჩოების მიღმა, მიისწრაფის სრულყოფისკენ და იგივეს სთხოვს თანამშრომლებსაც.


„ის ცდილობს ყოველთვის გაქციოს იმაზე უკეთესად, ვიდრე შენ თავად წარმოგიდგენია. მასკს აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები და ის უბიძგეს თანამშრომლებს სრულყოფისკენ,“ - ამბობს Tesla-ს ყოფილი მთავარი იურისტი ტოდ მერონის.


იგივეს ამბობენ სხვებიც.


„მასკი არის უჭკვიანესი ადამიანი, რომელიც მე ოდესმე მინახავს. მე მაქვს მომზადებული მისთვის უამრავი ანგარიში, თუმცა საბოლოო ჯამში ის გვისვამდა ისეთ შეკითხებს, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვხვდებოდით, რომ მივდიოდით არასწორი მიმართულებით,“ - განაცხადა მასკის ენერგეტიკული კომპანია SolarCity-ს ერთ-ერთმა ყოფილმა მენეჯერმა.


„ილონის გენიალურობა იმაშია, რომ მან იცის რა უნდათ ადამიანებს მაშინ, როდესაც მათ ჯერ თავადაც არ უფიქრიათ ამაზე,“ - ამბობს კიდევ ერთი მენეჯერი, რომელიც მუშაობდა მასკთან.


მისი ყოფილი თანამშროლები ყვებიან, რომ თათბირების დროს ის ზის ყველაზე მაღალ სკამზე, დანარჩენები სხედან მასთან შედარებით დაბლა. ეს ძალიან კარგად ასახავს მასკის ქცევის მოდელს. მისი მიღწევები აძლევენ მას ასეთი საქციელისთვის საკმარისზე მეტ მიზეზს.


ზოგჯერ მისი ახირებები იღებს უცნაურ ფორმებს.


„ჩვენ დავარქვით ამას „ფსონი იდიოტზე“. თუ შენ რაღაცა გააკეთე არასწორად, რამეში შეცდი, ან მიაწოდე მას არასწორი ინფორმაცია, ის ჩათვლის რომ შენ იდიოტი ხარ და მერე არასდროს  შეიცვლის აზრს,“ - ამბობს Tesla-ს ყოფილი ინჟინერი.


მასკი დასცინის თანამშრომლებს, აბრალებს მათ არაკომპეტენტურობას, მოულოდნელად და ხშირად დაუმსახურებლად აქვეითებს მათ. მან გააგდო სამსახურიდან ერთ-ერთი საკმაოდ კარგი და კვალიფიცირებული ინჟინერი იმის გამო, რომ გააცდინა ერთადერთი თათბირი - მეუღლის მშობიარობის გამო.


მასკს აქვს ამის ფუფუნება, რადგანაც Tesla-ში მუშაობის მსურველი  მაღალი კვალიფიკაციის ინჟინრების გრძელი რიგი არ მცირდება.


„Tesla ნამდვილად ცვლის სამყაროს და აქ მართლაც შეგროვდნენ ყველაზე ჭკვიანები,“ - ყვებიან თანამშრომლები.


თუმცა, არც კადრების გადინება მცირდება.


„არც ერთმა თანამშრომელმა, რომელიც დილით მიდის სამსახურში Tesla-ში, არ იცის - შეინარჩუნებს თუ არა ის თავის ადგილს საღამომდე,“ - ყვება ერთ-ერთი ყოფილი ტოპ მენეჯერი.


მასკი ძალიან ცივსისხლიანი და დაუნდობელია და ეს გასაგებიცაა.


„ილონს აღელვებს კაცობრიობა. მისთვის არაფერია ერთი კონკრეტული ადამიანის გრძნობები მილიარდების ბედის ფონზე. მასკი ფიქრობს სამყაროზე, მაგრამ არა კონკრეტულ ადამიანებზე,“ -  ერთ-ერთი ყოფილი მენეჯერის ამ სიტყვებით საიტი Wired ასრულებს პუბლიკაციას Tesla-ში მუშაობის პირობების შესახებ.



თეგები:
Tesla



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up