სამოსი აფხაზეთის თემატიკით - „ლაკოაჟმა“ პირველი მაღაზია გახსნა

სამოსი აფხაზეთის თემატიკით - „ლაკოაჟმა“ პირველი მაღაზია გახსნა

access_time2020-07-23 17:20:03

ცოტა ხნის წინ, საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის ბრენდის „ლაკოაჟის“ მაღაზია გაიხსნა. ესაა ბრენდი, რომელიც აფხაზეთის თემატიკის პრინტით  ტანსაცმელს აწარმოებს, ხოლო პროცესში ძირითადად დევნილები არიან დასაქმებული. დევნილებს ასევე მაღაზიის პროდუქციაზე 20 პროცენტიანი  ფასდაკლებით  შეუძლიათ ისარგებლონ.


„ლაკოაჟმა“ მაღაზია ტურისტულ უბანში, ზაარბრიუკენის მოედანზე გახსნა. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა  ნიკა მიქავამ „კომერსანტის დილის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული უბნები უცხოელებისგან ცარიელია, მაღაზიის გახსნის საჭიროებას პროდუქციის მოთხოვნიდან გამომდინარე ხედავდნენ.  


„ჩვენ  ვფიქრობდით ღირდა თუ არა ამ პერიოდში მაღაზიის გაკეთება, მაგრამ საჭირო იყო „შოუ რუმი“, რადგან  მომხმარებელი ითხოვდა პროდუქციის დათვალიერებას და ვფიქრობთ, რომ ამ ნაბიჯით სხვა საფეხურზე გადავედით და 2020 წლის გეგმებს  მივყვებით.


 ჩვენთვის პირველი გეგმა  გაყიდვების  გაზრდაა, შემდეგ რომელიმე მოლშიც გვინდა შესვლა და სამომავლოდ გვინდა, რომ საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ.



ახლა რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.  გეგმაში გვაქვს, რომ  e-commerce-ის საიტებზე  ჩვენი პროდუქციაც იყოს განთავსებული,“ - განმარტავს ნიკა მიქავა.


ნიკა მიქავამ აღნიშნა, რომ მათი კომპანია პანდემიას კონკრეტული სისტემით შეხვდა, რადგან მიწოდების სქემა თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდათ და ონლაინ მუშაობა კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა covid 19-ის გამო მათი საქმიანობა ნაწილობრივ შეფერხდა, რადგან ახალი კოლექციის წარმოება პანდემიის პერიოდს დაემთხვა.


„პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი კოლექციის გამოშვება გვიწევდა და უბრალოდ შევფერხდით, რადგან ჩვენს პარტნიორ საწარმოებში დასაქმებული ადამიანები პირბადეების შეკერვაზე გადაერთნენ და ჩვენთვის დროულად ვერ ახერხებდნენ სამოსის მოწოდებას. თუ პანდემიამდე ერთ კვირაში ათასი პროდუქტის დამზადებას ვახერხებდით, იგივე რაოდენობისთვის ორ კვირა ნახევარი გვჭირდებოდა, თუმცა პანდემიამდე დაგროვებული მარაგის გაყიდვა გაიზარდა, რადგან მაღაზიები დაიკეტა და ხალხმა ონლაინ ვაჭრობას მიჰყო ხელი, რაც რეალურად კარგი გამოდგა.“- აღნიშნა ნიკა მიქავამ.


ნიკა მიქავამ განმარტა, რომ ბაზარზე საწარმოო ნედლეულის გაძვირებამ მათი პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვია, თუმცა ეს  გაყიდვებზე არ ასახულა.


„ლაკოაჟი“ უახლოეს მომავალში საწარმოს გახსნას აპირებს, სადაც ასევე  აფხაზეთიდან თუ ცხინვალიდან დევნილები დასაქმდებიან.

 

 თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
ლაკოაჟი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up