სამოქალაქო სექტორი "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროეტის მიღების დაჩქარებას ითხოვს

სამოქალაქო სექტორი "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროეტის მიღების დაჩქარებას ითხოვს

access_time2016-05-28 12:03:50

ხვალ 12:00 საათზე, თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის", „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია", "თბილისის ტრამვაი", "საქართველოს საავტომობილო ფედერაცია", "საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია", „ეკო ტრანსპორტის ცენტრი", „იარე ფეხით", "საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი", "ჯამპ სტარტ ჯორჯია" ქუჩის აქციას გამართავს.


სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიმართავენ პარლამენტს და ითხოვენ დაუყოვნებლივ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდეს კანონპროექტის "საგზაო მოძრაობის შესახებ" განხილვა, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით კანონპროექტის ოპტიმიზაცია და დამტკიცება, რადგან სიტუაცია გზებზე საგანგაშოა და მოითხოვს როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე სამთავრობო სექტორის სასწრაფო რეაგირებას. აღნიშნული კანონი კი ხელს შეუწყობს საგზაო შემთხვევების პრევენციას.

 


კანონპროექტის განხილვამდე კი უმოკლეს ვადაში პროექტის ოპტიმიზაციის მიზნით დაიგეგმოს შეხვედრა პარლამენტში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.



აქციის მონაწილენი ერთი საათის განმავლობაში დადგებიან პარლამენტის წინ პლაკატებით - "საქართველოში წელიწადში 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება გზებზე", "თბილისში 44%-ით გაიზარდა სიკვდილიანობა გზებზე", "პარლამენტის უმოქმედობა დანაშაულია!", "მოვითხოვთ კანონპროექტის მიღებას".


აქციის ბოლოს კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ პარლამენტისთვის გასაგზავნ ოფიციალურ წერილს.
კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2015 წლის 10 დეკემბერს მოხდა. მისი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი მუხლებია უკონტაქტო პატრულირება/ ქულათა სისტემა და სხვა საგზაო შემთხვევების გამომწვევ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრება.  გზებზე მსხვერპლის შესამცირებლად კანონპროექტის მოკლე ვადებში განხილვა და მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც მხოლოდ თბილისში 3 თვის განმავლობაში 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 44%-ით გაიზარდა სიკვდილიანობა გზებზე, ხოლო 2015 წლის განმავლობაში საქართველოში დაიღუპა 602 და დაშავდა 9,187 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით სიკვდილიანობის 20%-იანი ზრდაა. ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4-ჯერ მაღალია.

 



„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up