სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა

access_time2020-09-22 12:30:19

„მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა მევახშე ქართული განმარტებითი ლექსიკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.


„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მევახშეობის აკრძალვა მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირებაა და სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებული საქმიანობის აკრძალვა რთული იქნება.



„ზოგადად აკრძალვების მომხრე არ ვარ, საქმე ბიზნესს ეხება, თან ერთი ადამიანის მიერ მეორესთვის ფულის მიცემა სამოქალაქო კოდექსში კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, შესაბამისად ძალიან რთული იქნება, რომც მოვინდომოთ მევახშეობის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება. მე უფრო მგონია, რომ ეს არის წინასაარჩევნო დაპირება ამომრჩევლების მიმართ და იმ ადამიანებისთვის  ვინც ძალიან დაიტანჯა და დაზარალდა მევახშეებთან ურთიერთობით, ალბათ უფრო ეს არის, სხვა მხრივ ალბათ ძალიან გაჭირდება ეს ყველაფერი ტექნიკურად გაკეთდეს.


მე აკრძალვების წინააღმდეგი ვარ. ზოგადად ეს სექტორს რომელიც არის ჩრდილოვანი მევახშეების სექტორი, წლებია ამ მიმართულებით ვმუშაობთ, არაერთ კვლევა გვაქვს გამოქვეყნებული და ვფიქრობთ, რომ გარკვეული რეგულაციები და გარკვეული შეზღუდვები სჭირდება, აკრძალვების მომხრე რა თქმა უნდა არ ვარ“,
 განაცხადა გიორგი კეპულაძემ.





თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up