"სამოქალაქო იდეა" ( თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი) ეუთო-ს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის ჩართულობით 6 თებერვალს გამართავს ახალგაზრდულ ფორუმს - “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“.
ფორუმის მიზანია ეუთო-ს ახალი ინიციატივის - „პერსპექტივები 20-30“ პრეზენტაცია. ეს უნიკალური პლატფორმაა საქართველოსათვის აქტუალური საკითხების განსახილველად, როგორც ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებს შორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის - როგორიცაა ეუთო, OSCE/ODIHR, გაერო, ევროკავშირი და მედია საზოგადოებას შორის.
შეხვედრას გახსნიან ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი და ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
ფორუმში მონაწილეობენ ეუთო-ს მოქმედი სპეციალური წარმომადგენლი ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ალბა ბროჟკა, და 2015-2019 წლებში ეუთოს ახალგახრდობის საკითხებში სპეციალური წარმოამდგენლები სამუელ გოდა, ანა-კატერინა დაინინგი და ნიკო შერნბეკ. ქართველი სპიკერები: გიორგი კანაშვილი - მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მართვის ექსპერტი; დავით უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე; მანანა ქოჩლაძე - მწვანე ალტერნატივა; პროფ.ბესიკ ლოლაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ახალგაზრდა მომხსენებლებთან ერთად წარმოადგენენ კონფლიქტების ანალიზს, ისაუბრებენ სამოქალაქო ინტეგრაციასა და ახალგაზრდების მონაწილეობით მშვიდობის მშენებლობის საუკეთესო პრაქტიკაზე.
ფორუმის ფარგლებში მოხდება რეკომენდაციების შემუშავება ეუთო-ს დოკუმენტის “პერსეპექტივა 20-30”-ის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იმპლემენტაციისთვის.
ფორუმი - “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, სამოქალაქო იდეას ეგიდით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.