„სამოქალაქო იდეის“ ანგარიში - ჩინეთის პოლიტიკური გავლენები საქართველოს აკადემიურ სფეროში, მედიასა და  სამოქალაქო  ორგანიზაციებში

„სამოქალაქო იდეის“ ანგარიში - ჩინეთის პოლიტიკური გავლენები საქართველოს აკადემიურ სფეროში, მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებში

access_time2020-09-04 16:00:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა -  „ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს? ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა & არასამთავრობო სექტორში - საქართველოს მაგალითი“


როგორც ანალიტიკური ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი,  თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი აცხადებს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალის არაკონტროლირებადი და გაუწონასწორებელი ზრდა, საფრთხეს უქმნის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას.


„ანგარიშში გთავაზობთ აკადემიურ სფეროში, მედიასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური გავლენების საკითხის კვლევას. აქ ნახავთ ფაქტებს და მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, 2018 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობენ ჩინეთის ისეთ სასწავლო დაწესებულებებთან, რომლებიც უსაფრთხოების მაღალი რისკების გათვალისწინებით ყველაზე უფრო მაღალი რისკის მატარებელ ინსტიტუტებად არიან მიჩნეული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მაგალითად, ეს ინსტიტუტები აშშ-ს კომერციის დეპარტამენტს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყანა ერთი მხრივ ნატოსკენ მიდის, ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან აფელირებულ მაღალი რისკის ინსტიტუტებთან არის დაკავშირებული, სერიოზული რისკის მატარებელია,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 


როგორც „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს,  ანგარიშში დასახელებულა ფაქტები და მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არ არსებობს არავითარი წინასწარი შესწავლის დოკუმენტები, სუს-ის ანგარიში ან რაიმე სხვა, სადაც გაანალიზებულია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიერ შავ სიაში შეყვანილი, ან მაღალი რისკის მატარებელი დაწესებულებები თუ კომპანიები, რაც სარეკომენდაციო ხასიათის მაინც იქნებოდა საქართველოს ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის. შესაბამისად, სახელმწიფოს პრაქტიკულად სრულად აქვს მოხსნილი პასუხისმგებლობა უსაფრთხოების იმ რისკების მიმართ, რომელზეც დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმებულია.



„ამის კარგი მაგალითია კონფუცის ინსტიტუტები, რომლებიც ევროპის და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში ერთმანეთის მიყოლებით იხურება. ხოლო ჩვენთან აღმავლობის ფაზაშია, ასევე ჰუავეისა და სხვა ჩინური გიგანტი ტექნოლოგიების კომპანიების საქმიანობა, ტიკტოკი რომელის თაობაზეც საზოგადოების გაფრთხილებისა და ინფორმირების ნაცვლად ყოფილი პრემიერის, მისი ოჯახის წევრებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების აქტივობებს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.“  


ხიდაშელის ვარაუდით, დღეს ჩინეთის საქმიანობა საქართველოში პირდაპირი, ხილული და მყისიერი საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა რესპექტაბელური და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების, ევროკავშირის მრავლობითი ორგანიზაციების კვლევების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების იგნორირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მყარი საგარეო ორიენტირების მოშლისა და ქვეყნის განვითარების და გრძელვადიანი წარმატების შესახებ ბუნდოვანი ხედვის თაობაზე.


ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ 2020 წლის შემოდგომაზე, კიდევ რამდენიმე ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს ჩინეთის გავლენებსა და ძალაზე. ასევე განიხილავენ კორუფციულად საშიში საქმეებს, სადაც ერთმნიშვნელოვნად ჩანს ქართული სახელმწიფოს სისუსტე და მყიფე ხასიათი.

 





ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...


მსგავსი სიახლეები

up