„სამოქალაქო იდეა“ უერთდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და  სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ პროტესტს

„სამოქალაქო იდეა“ უერთდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ პროტესტს

access_time2021-03-18 21:45:23

„სამოქალაქო იდეა“ მოუწოდებს პარლამენტს, რომ ყველა, მათ შორის საკანონკდებლო ღონისძიება განახორციელონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, რაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი უნდა იყოს, მაგრამ არა მსგავსი გადაწყვეტილებებით, რომელიც პირიქით აზიანებს მათ ინტერესებს,“ - აღნიშნულიაარასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ უერთდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და  სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ პროტესტს და მხარს უჭერს კამპანიას - „მე დიასპორა არ ვარ“,  რომელიც  პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში, ეროვნული უმცირესობების საკითხებზე წარმოიშვა.

 

ცალსახად, არასწორი და დაუშვებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების საკითხს დიასპორის კომიტეტს დაუკავშირებს. იმ კომიტეტის ბაზაზე, რომელიც  სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს, როგორც დიასპორას. ამით საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო  ადასტურებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს უყურებენ როგორც სხვას, უცხოს. 

 

„სამოქალაქო იდეა“ აცხადებს, რომ სწორედ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ძირს უთხრის სამოქალაქო თანასწორობის, ინტეგრაციის იდეას და შეუძლებელს ხდის ერთიანი სამოქალაქო ერის ჩამოყალიბებას საქართველოში.

 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ასეთი გადაწყვეტილებები იმ ფონზე, როცა საქართველოს აზერბაიჯანული თემის დიდი ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში, ღიად ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების მიერ მათი დიასპორად განხილვის რიტორიკას და პოლიტიკას. ეს გადაწყვეტილება კი, ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას აძლიერებს.


 

გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე, საქართველომ ვერ დაძლია ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ნარატივი, რომ “ქართველი ნიშნავს ქრისტიანს“, ხოლო, სხვა დანარჩენი არის “სტუმარი“ და “სხვა“. ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა თანასწორობის და ინკლუზიის პრინციპების ნაცვლად, დიდწილად ისეთ პრობლემურ ნარატივებს ეფუძნება, როგორიცაა უსაფრთხოება, ენობრივ-კულტურული დომინაცია და სოციალური გარიყულობა. სახელმწიფო სათანადოდ ვერ იაზრებს იმ ღრმა და ყოვლისმომცველ უთანასწორობას, რომელიც არადომინანტური ჯგუფების მიმართ არსებობს ისტორიული უგულებელყოფის და დომინანტური მზერის გამო.

 

„სამოქალაქო იდეა“ მოუწოდებს პარლამენტს, რომ ყველა, მათ შორის საკანონკდებლო ღონისძიება განახორციელონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, რაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი უნდა იყოს, მაგრამ არა მსგავსი გადაწყვეტილებებით, რომელიც პირიქით აზიანებს მათ ინტერესებს.

ასევე, საჭიროა, მიღებული იქნას შესაბამისი ზომები სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის დაცვის მიმართულებით;

 

 „სამოქალაქო იდეა“ დიდი ხანია აქტიურად მუშაობს და საუბრობს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე, უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების მოგვარებისა და ერთიან ქართულ სახელმწიფოში უმცირესობების რეალური ინკლუზიის შესახებ.

 

28 იანვარს „სამოქალაქო იდეამ“ კვლევაც გამოაქვეყნა, სწორედ ეთნიკური უმცირესობების მიმართ პანდემიის პირობებში გამოვლენილი პრობლემების შესახებ -  საგანგებოობანას ვირუსი ნაწილი II.

 

ეს ანგარიში, სამწუხაროდ, ადასტურებს გაუცხოების პრობლემებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს კეთილგონიერება და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს სახელმწიფო ეთნიკურ უმცირესობებს,“ - ათნიშნულია განცხადებაში.

 

კვლევა იხილეთ ბმულზე  https://civicidea.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up