სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

access_time2019-11-29 16:34:17

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


კენჭისყრა, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს შედგა. EUROCONTROL-ის წევრი სახელმწიფოების მიერ, საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ესპანეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელი იქნა არჩეული, ხოლო ვიცე-პრეზიდენტების პოსტზე საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.



ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭო წარმოადგენს უწყების ერთ-ერთ მმართველ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს EUROCONTROL-ის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის აღსრულებას. საბჭოს წევრები არიან ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირები, რომლებიც წელიწადში ორჯერ, წამყვანი საავიაციო ორგანიზაციების (ICAO, ECAC, IATA, EASA და სხვ.) წარმომადგენელებთან ერთად იკრიბებიან.




ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ორი წლის ვადით აირჩიეს. EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა ქართულ მხარეს კენჭისყრის შედეგები მიულოცა და წარმატებები უსურვა. ორგანიზაციის პირველი პირის შეფასებით, საქართველოს, როგორც წარმატებული წევრი სახელმწიფოს ჩართულობა ორგანიზაციის მმართველი რგოლის საქმიანობაში, ორივე მხარისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება.



საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL-ი ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, გარემოსადმი კეთილსასურველი, ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე.




თეგები:
EUROCONTROL



ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up