სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „Turkish Airlines“-ის და „Pegasus Airlines“-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „Turkish Airlines“-ის და „Pegasus Airlines“-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

access_time2020-03-02 17:00:00

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გატარებული ქმედებების და მიმდინარე საქმიანობის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუდმივ რეჟიმში აწარმოებს შეხვედრებს და კონსულტაციებს საქართველოში მოქმედ ავიასაწარმოებთან. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.



კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებთან, მათ შორის იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის დროებითი შეწყვეტის თაობაზე თურქული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა „Turkish Airlines“-ისა და „Pegasus Airlines“-ის წარმომადგენლებთან.



სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა ავიაკომპანიებისგან მოისმინეს ინფორმაცია საქართველოდან ტრანზიტულ მგზავრებთან მიმართებაში გატარებული ღონისძიებების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ავიაგადამზიდველი ოპერატიულად ახორციელებს მომხმარებლების ინფორმირებას გაუქმებული ფრენების შესახებ და უზრუნველყოფს მათთვის ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას (Refund). "Turkish Airlines"-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია მგზავრებს ასევე სთავაზობს ალტერნატიული მარშრუტებით მგზავრობის შესაძლებლობას.




სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე განიხილეს ავიაკომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები ახალ კორონავირუსთან მიმართებაში, ოპერირების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შესაძლებლობები და ავიაკომპანიების მიერ, საჰაერო ხომალდებზე გატარებული პრევენციული და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა "Turkish Airlines"-ის და "Pegasus Airlines"-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით სააგენტოს ოპერატიულ და მუდმივ რეჟიმში ინფორმირებისთვის.



„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქეების და მგზავრების უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ამასთან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აგრძელებს მუშაობას 24 საათიან რეჟიმში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიასთან. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ავიაკომპანიებს და აეროპორტებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის და თანამშრომლობისათვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა“, - განაცხადა ლევან კარანაძემ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.



ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით, ავიაკომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს და საჭიროების შემთხვევაში, გასცემს ნებართვებს ჰუმანიტარული მიზნებისთვის განკუთვნილი ჩარტერული რეისების განსახორციელებლად.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up