სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სპეციალური ნებართვის გაცემის წესი მიიღო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სპეციალური ნებართვის გაცემის წესი მიიღო

access_time2021-04-21 14:40:00

ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის დაახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


„„სპეციალური ნებართვის გაცემის წესი“, რომელიც ძალაშია მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, არეგულირებს საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მაძიებლებისთვის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს ფრენების გარკვეულ პირობებზე/სახეებზე. წესის მიღებით, სააგენტომ დანერგა ევროკავშირის 965/2012 რეგულაციის მე-5 დანართით (Specific Approvals Part-SPA) გათვალისწინებული მოთხოვნები.


სააგენტოს მიერ სპეციალური ნებართვები გაიცემა შემდეგი ფრენების/სისტემების გამოყენებისას:


• RNAV/PBN/RNP-ის საჰაერო სივრცეში ან მარშრუტზე სპეციალური სპეციფიკაციების შესაბამისი ფრენა;


• ზონალური ნაოსნობის (RNAV/PBN/RNP) საჰაერო სივრცეში ფრენა;


• MNPS/NAT HLA-ის განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში, სპეციალური სპეციფიკაციების მიხედვით ფრენა;


• მინიმალური სააერნაოსნო მახასიათებლებით( MNPS/NAT HLA) განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში ფრენა;


• ვერტიკალური ეშელონირების შემცირებული მინიმუმით (RVSM) ფრენა;



• დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენა (LVO);


• საჰაერო ხომალდზე ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) განთავსება და გამოყენება;


• სათადარიგო აეროდრომამდე გაზრდილი დროის (EDTO) წესებით ფრენა;


• ვერტმფრენით ღამის ხედვის სისტემის (NVIS) გამოყენება;


• ვერტმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების სამუშაოების შესრულება;


• ვერტმფრენით გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება;


• საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა.


ახალი რეგულაციით, დეტალურად არის გაწერილი ზოგადი, საფრენად ვარგისობის, საექსპლუატაციო, საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების და კვალიფიკაციის მოთხოვნები ყველა იმ ფრენის მიმართ, რომელიც საჭიროებს სააგენტოს სპეციალურ ნებართვას. ამასთან, განსაზღვრულია სააგენტოში შესაბამისი განცხადების, ფორმების და სხვა დოკუმენტების წარმოდგენის წესები და პირობები. წესით მოთხოვნილი საექსპლუატაციო პროცედურები ასახული უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის / სერტიფიკატის მაძიებლის „ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში“, „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროგრამაში“, „მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალში“ ან სხვა საექსპლუატაციო დოკუმენტში.


ნორმატიული აქტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, სააგენტომ ახალი წესის პროექტი გააცნო შესაბამის ინდუსტრიას.


ევროკავშირთან „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით და ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. უკვე სრულად დაინერგა ჩვიდმეტი, ხოლო ნაწილობრივ - ოცდაათზე მეტი რეგულაცია და დირექტივა, მათ შორის სრულად მოხდა მგზავრთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ევროპული სტანდარტების ჰარმონიზება, დაინერგა უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების, ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრებისა და ექსპერტების სერტიფიცირების და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up