სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება განახორციელა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება განახორციელა

access_time2021-03-02 22:46:02

საქართველოს საჰაერო კოდექსის და „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს - შპს „საქაერონავიგაციის“ ხელახალი სერტიფიცირება განახორციელა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



„ორგანიზაციას ახალი სერიფიკატი მიმდინარე წლის 2 მარტს გადაეცა.



რესერტიფიცირების ფარგლებში, სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისიის მიერ, შემოწმდა შპს „საქაერონავიგაციის“ მართვის და ბიზნეს დაგეგმარებასთან დაკავშირებული ძირითადი პროცესები, შეფასდა უსაფრთხო და უწყვეტ სააერნაოსნო მომსახურებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და განხორციელდა ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის ინსპექტირება.



სააწარმოს ახალი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შპს „საქაერონავიგაცია“ წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და დანიშნულია სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურების გამწევად საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში და თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის სამოქალაქო აეროდრომებზე.




ახალი სერტიფიკატის თანახმად, „საქაერონავიგაციის“ მომსახურების სფეროებია:



• საჰაერო მოძრაობის ორგანიზება (საჰაერო მოძრაობის მომსახურება, საჰაერო სივრცის ორგანიზება და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება);
• საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება;
• საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურება;
• ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება;
• ფრენის პროცედურების დიზაინი;
• საავიაციო რუკების შედგენა.



სერტიფიცირება განხორციელდა ევროპული რეგულაციით (373/2017 Commission Implementing Regulation (EU) No 2017/373 of 1 March 2017 laying down common requirements for providers of air traffic management/air navigation services and other air traffic management network functions and their oversight) გათვალისწინებული მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით, რაც თავის მხრივ ზრდის საქართველოს სააერნაოსნო მომსახურების უსაფრთხოებას და ეფექტურობას. ზემოთ აღნიშნული რეგულაცია სააგენტომ ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 2019 წელს დანერგა. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების ახალი წესი ძალაშია 2020 წლის 1 აპრილიდან და იგი საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით სერტიფიცირებას ითვალისწინებს.



შპს „საქაერონავიგაციის“ სერტიფიცირების პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სააგენტოს და საქაერონავიგაციის მხრიდან მონაწილეობდნენ როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე ყველა სახის მომსახურების ექსპერტები, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ინსპექტორები. ცნობისთვის, აქამდე, შპს „საქაერონავიგაცია“ მომსახურებას 2008 წელს მიღებული სერტიფიკატის საფუძველზე ახორციელდებდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up