სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი დაამტკიცა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი დაამტკიცა

access_time2022-04-07 20:30:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


„ამასთან, სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად. ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ფრენები შესრულდება 34 ავიაკომპანიის მიერ, 30 ქვეყნის 70 მიმართულებით. არსებული მონაცემებით, რეისები კვირაში 385-395 სიხშირით განხორციელდება, თუმცა სეზონის პიკურ პერიოდში ფრენების რაოდენობა უფრო მზარდი იქნება.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის (2022 წლის მარტის ბოლო კვირა - ოქტომბრის ბოლო კვირა) სხვადასხვა პერიოდიდან, რეგულარული რეისების შესრულება შემდეგი მიმართულებებით იგეგმება:



თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ათენი (AEGEAN), ალმათი (Air Astana), ამსტერდამი (Georgian Airways), ანტალია (Pegasus), აქტაუ (SCAT Airlines), აქტობე (SCAT Airlines), ბაქო (Buta Airways), ბაჰრეინი (Gulf Air); ბერლინი (Georgian Airways), დამამი (Flynas), დიუსელდროფი (Eurowings), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), ერევანი (Armenia), ვარშავა (LOT Polish Airlines), ვენა (Georgian Airways), თეირანი (Zagros Airlines; Qeshm Airlines); თელ ავივი (Georgian Airways, Israir; Arkia, El Al), იზმირი (Pegasus), მინსკი (Georgian Airways; Belavia), მიუნხენი (Lufthansa), ნურსულთანი (Air Astana), რიადი (Flynas), პარიზი (Airfrance, Georgian Airways), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus, Anadolujet), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), ქასიმი (Flynas); ქუვეითი (Jazeera Airways; Jazeera), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ჯედა (Flynas).



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამგზავრო რეისების განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: აბუ დაბი (Wizz Air), ათენი (Wizz Air), ატირაუ (FlyArystan), აქტაუ (FlyArystan), ბარსელონა (Wizz Air), ბერლინი (Wizz Air), ბუდაპეშტი (Wizz Air), გდანსკი (Wizz Air), დორტმუნდი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air), ვენა (Wizz Air), ვროცლავი (Wizz Air), კატოვიცე (Wizz Air), კრაკოვი (Wizz Air), ლარნაკა (Wizz Air), მილანი (Wizz Air), მინსკი (Belavia), მემინგემი (Wizz Air), ნურსულთანი (FlyArystan), პარიზი (Wizz Air), პრაღა (Wizz Air), რიგა (Wizz Air), რომი (Wizz Air), სალონიკი (Wizz Air), ტალინი (Wizz Air), შიმკენტი (FlyArystan).




ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ალმათი (Air Astana), დამამი (Flynas), თელ ავივი (Israir, Arkia, El Al), მინსკი (Belavia), რიადი (Flynas), რიგა (AirBaltic), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus); ჯედა (Flynas).



თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ ავიაკომპანიები Geo Sky, Cargolux და Turkish Cargo თბილისი - ჩჟენჩჟოუ - თბილისის, თბილისი - ფრანკფურტი - თბილისის, ლუქსემბურგი - თბილისი - ბაქოს, სტამბოლი - თბილისი - სტამბოლის და სტამბოლო - თბილისი - იზმირის საჰაერო ხაზებზე.



გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის განმავლობაში, განრიგში მოცემული მიმართულებების და ფრენების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ავიაკომპანიების მხრიდან შემოსული ახალი განაცხადების შესაბამისად“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up