სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები არსებული მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდიან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები არსებული მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდიან

access_time2021-06-23 08:30:00

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ფრენების ინტენსივობა იზრდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.


„საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები არსებულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების სიხშირეს ზრდიან. კერძოდ, ავიაგადამზიდველების მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, რეგულარული ფრენები არსებულ მიმართულებებზე შემდეგი სიხშირეებით განხორციელდება:


15 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში, ავიაკომპანია FlyDubai დუბაი - თბილისი - დუბაის მიმართულებით 19 დამატებითი რეისის შესრულებას გეგმავს;



1 ივლისიდან 11 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირეს დაამატებს და ამ პერიოდის განმავლობაში, ჯამში რეისები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება;



1 ივლისიდან 29 აგვისტომდე, ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი ტაშკენტი -თბილისი - ტაშკენტის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირის დამატებას გეგმავს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.



20 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი დაამატებს 1 სიხშირეს ნურსულთანი - ქუთაისი - ნურსულთანის საჰაერო ხაზზე. შესაბამისად, რეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით შესრულდება. ამასთან ავიაკომპანია ზრდის ფრენის სიხშირეს აქტაუ - ქუთაისი - აქტაუს მიმართულებით და 5 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე, ავიარეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს, ნაცვლად 3 სიხშირისა;


1 ივლისიდან 12 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Belavia მინსკი - ბათუმი - მინსკის საჰაერო ხაზზე 4 სიხშირის დამატებას გეგმავს. ჯამში, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 18 სიხშირით განხორციელდება;


უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 24 ივნისიდან ამატებს კიდევ 1 სიხშირეს ოდესა - თბილისი - ოდესის საჰაერო ხაზზე. ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა. გაზრდილი სიხშირით ოპერირებას ავიაკომპანია სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი გეგმავს).



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭათ.



გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up