სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: EUROCONTROL-მა ფრენების აღდგენის და ზრდის კუთხით, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: EUROCONTROL-მა ფრენების აღდგენის და ზრდის კუთხით, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა

access_time2021-05-21 14:30:00

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) საჰაერო მიმოსვლის პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნების და შემდგომი ზრდის კუთხით საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.



ფრენების ეტაპობრივი აღდგენის ტენდენციები და COVID 19-ის ავიაციის სფეროზე უარყოფითი გავლენის შემცირების დინამიკა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა ორმხრივი ვიდეო-შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.




როგორც ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით ბოლოდროინდელი მაჩვენებლები პოზიტიურია და როგორც აფრენა-დაფრენების რაოდენობის, ისე საჰაერო სივრცის გამოყენების კუთხით იმედისმომცემი ზრდა შეინიშნება. EUROCONTROL-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, 2021 წელს, გლობალურ და ადგილობრივ დონეზე ვაქცინაციის პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, საქართველოში ფრენები პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება და მომავალ წელსვე 120%-მდე გაიზრდება, თუ ვაქცინაციის პროცესი 2022 წელს წარიმართება წარმატებით, საჰაერო მიმოსვლა გაუმჯობესებას 2023 წლამდე 105%-ით შეძლებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გამწვავდება და ვაქცინაციის პროცესი დროში გახანგრძლივდება პირვანდელ ნიშნულს ავიაცია მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის გასულ წლის პროგნოზებით, საქართველო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებდა.



შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ, რომელიც ამავე დროს არის EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იმონ ბრენანს საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებული ვითარება და ფრენების განახლების კუთხით განხორციელებული სამუშაოები გააცნო. მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეგიონის საჰაერო მოძრაობის მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლები და დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ ვაქცინირებული მგზავრების მიმართ სასაზღვრო რეგულაციების შემსუბუქების ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ავიაციის სექტორის კრიზისიდან გამოყვანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებას, მგზავრების და საავიაციო პერსონალის გლობალურ დონეზე დროულ ვაქცინაციას ენიჭება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up