სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება  ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი

access_time2020-10-22 23:24:53

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი – იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„კანონპროექტის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა. კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.
მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ- www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება.

მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეეძლება ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენა და მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმება და დოკუმენტის მიღება (ჩამოტვირთვა).

მნიშვნელოვანია, რომ, საკანონმდებლო ცვლილებით პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ელექტრონული დოკუმენტების გამოცემის, მიმოცვლისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის წესები მაქსიმალურად იქნება დაცული. კერძოდ, შესაბამისი ვებპორტალიდან მხოლოდ კონკრეტული კოდის მფლობელ პირს შეეძლება ელექტრონული დოკუმენტის ნახვა და ჩამოტვირთვა.
სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება და გაიცემა მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტის შექმნა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის მომზადება შესაძლებელი გახდა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების ამოქმედების შემდეგ. ელექტრონული სანდო მომსახურების რეფორმამ შესაძლებელი გახადა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები (დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების) გამოცემულიყო ელექტრონული ფორმით.


სააგენტო საქართველოში სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული. ელექტრონული სანდო მომსახურების რეფორის ფარგლებში, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა.
ელექტრონული სერვისების განვითარებამ და დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქაღალდის დოკუმენტბრუნვა და აამაღლა დოკუმენტაციის დაცულობის ხარისხი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს
access_time2020-12-01 09:55:23
•             ყველა საცალო და სასურსათო პროდუქტის მიწოდება ოცდაათ წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდება თბილისი, 2020 წლის 26 ნოემბერი: ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს. ესაა მესამე თაობის კომერცია, რაც გულისხმობს ოცდაათ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში ყველაფრის მიწოდებას ქალაქებში.   Glovo საცალო და...

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი
access_time2020-12-01 12:00:15
„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...


მსგავსი სიახლეები

up