„სამომხმარებლო სესხების მიმართულებით რეგულაციების შერბილება ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი

„სამომხმარებლო სესხების მიმართულებით რეგულაციების შერბილება ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი

access_time2019-07-18 11:00:01

„სამომხმარებლო სესხების მიმართულებით რეგულაციების შერბილება ამ ეტაპზე არ იგეგმება,“- ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა, რომ რაიმე საერთო სტატისტიკური მოდელი არსებობდეს შემოსავლებთან მიმართებაში, მაგრამ ეს სიტუაციას არ შეამსუბუქებს.


„ის პრინციპი, რაც რეგულაციაშია მითითებული, თეორიულად ითვალისწიებს იმას, რომ ამ კუთხით რაიმე კონკრეტული მოდელი შეიქმნას და შეფასდეს. თუმცა, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით ძველი პროდუქტები უფრო მეტად გულისხმობდა შემოსავლის შესწავლას ან კლიენტის შესწავლას, სამომხმარებლო სესხებზე ასე არ არის. ის მაქსიმალურად გამარტივებული იყო,“ აცხადებს ძნელაძე.


მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშების 6 თვის შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, მოლოდინი იპოთეკურ სესხების მცირედით ზრდასთან დაკავშირებით იყო. როგორც ძნელაძე განმარტავს, მოლოდინი არსებობდა სამომხმარებლო სესხების პორტფელის შემცირებაზეც. პირველი კვარტლის მონაცემებით სიტუაცია ამ ნაწილში მკვეთრადაა შეცვლილი.


მისი განცხადებით, ავტოსესხთან დაკავშირებით ეს კანონი ბევრად უფრო ლოილურია, ასევე არსებობს ლიზინგის საშუალებაც. „ავტომანქანის შემთხვევაში,მოძრავი ქონების დაგირავების (ავტომანქანის) შემთხვევაში, ბანკს თუ აქვს სურვილი, შეუძლია საერთოდ არ განიხილოს შემოსავალი. შესაბამისად, მოთხოვნა მხოლოდ ამ ავტომანქანაზე ექნება“-აცხადებს ძნელაძე.


მისი განმარტებით, ავტოსალონებს და ავტოიმპორტიორებს შემოსავალი და გაყიდვები არა უფრო საბანკო რეგულაციებმა, არამედ ქვეყანაში არსებულმა ზოგადმა კლიმატმა შეუმცირა.



„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს რეგულაცია რომც არ შემოსულიყო, ზრდის ის ტემპი არ იქნებოდა, რაც შარშან იყო. არსებობს უამრავი სხვა რეგულაციები და უამრავი სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ შარშანდელი ტემპი საბანკო სექტორში, განსაკუთრებით სამომმხარებლო სექტორში, არ გაგრძელდებოდა,“ აცხადებს ძნელაძე.


2018 წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა.


იპოთეკური სესხების მიმართლებით რეგულაციები შერბილდა. გამარტივებულ. ახალ პროდუქტებზე მუშაობა უკვე დაიწყო „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. „საბანკო ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს,რ ომ ეს პროცესი სხვა ბანკებთანაც გაგრძელდება.


სოფო ქსოვრელი 





სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-17 21:30:37
„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა 1.„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...


მსგავსი სიახლეები

up