სამომავლოდ თიზები საქართველოში საინტერესო აღარ იქნება, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია ის იდეა, პათოსი და შეღავათები რაც მათი შექმნისას მოიაზრებოდა

სამომავლოდ თიზები საქართველოში საინტერესო აღარ იქნება, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია ის იდეა, პათოსი და შეღავათები რაც მათი შექმნისას მოიაზრებოდა

access_time2021-05-06 09:55:06

მსოფლიოში დაახლოებით 3,000-ზე მეტი თავისუფალი ეკონომიკური ზონაა წარმოდგენილი და მათი კლასიფიკაცია ძირითადი პროფილის მიხედვით განისაზღვრება. ზონის სახელწოდება ქვეყნებში განსხვავებულია და ის წარმოადგენს ქვეყანაში ეკონომიკურ ანკლავს და ხშირად მოიხსენიებენ როგორც თავისუფალ ეკონომიკურ, თავისუფალ ინდუსტრიულ, საბაჟო, სავაჭრო, მათ შორის სამრეწველო და სერვისულ ზონებად. ჩვენ თუ გვსურს იდენტიფიცირება, თუ რას ემსახურება კონკრეტული ზონა მის მაკროეკონომიკურ მახასიათებლებს / პარამეტრებს უნდა შევხედოთ და გავარკვიოთ რა მიზნები და გათვლები ჰქონდა სახელმწიფოს მაშინ, როდესაც ზონას ქმნიდა.-  ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში ჩემი აუდიტორი საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონის პარტნიორმა პაატა შურღაიამ ისაუბრა.


ზონის გავრცელებული და ფართოდ გამოყენებადი დასახელება არის ის, რაც დღეს ჩვენ კანონმდებლობაში გვაქვს, რომელსაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ჰქვია, ანუ ქმნის ინდუსტრიის ნაწილს და მასში შინაარსობრივად შეიძლება შედიოდეს როგორც სავაჭრო ისე სამრეწველო ტიპის კომპანიები. გარდა ამისა, 2016 წელს კანონმდებლობის კუთხით გაკეთდა დაშვება და 2017 წლიდან ძალაში შევიდა სერვისული ნაწილიც. თუმცა, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, სადაც სერვისული ნაწილია წარმოდგენილი ოფშორულ ზონებად მოიხსენიებენ, რომელიც როგორც ცნობილია წარმოადგენს ყველაზე დახურულ სივრცეს და ახასიათებს ინფორმაციის გაუმჭვირვალობა.


შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია თუ რა მიზანს ისახავდა კანონმდებლის მიერ სერვისული ნაწილის დამატება იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. ვინაიდან მიზნები და შედეგი გასხვავდება და პრაქტიკულად სერვისული ნაწილი 5 წელზე მეტია არ გამოიყენება. -  აღნიშნა პაატა შურღაიამ.


პაატა შურღაიამ განმარტა, რომ ეკონომიკურ ზონებზე საუბრისას ორი ნაწილი გამოიყოფა, ერთი არის ტერიტორიულ ნაწილზე დაფუძნებული ზონები,  ხოლო მეორე ეკონომიკურ სექტორზე მიბმული ზონები.


ჩვენთან წარმოდგენილი არის მხოლოდ ტერიტორიულ მიდგომაზე დაფუძნებული ზონები. რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულ ტერიტორიას მინიჭებული აქვს სხვადასხვა შეღავათები. შეღავათებში იგულისხმება საგადასახადო, პროცედურული თუ ადმინისტრაციული, ლიზენციების და ნებრათვების მიღებისგან გათავისუფლება, დასაშვებია ნებისმიერი ვალუტით ვაჭრობა და ა.შ. 


ზონების მეორე ნაწილი მიბმულია ეკონომიკურ სეგმეტზე და გულისხმობს იმას, რომ ტერიტორიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აქ მნიშვნელობა ენიჭება სფეროს და საქმიანობას, კერძოდ შეღავათები ვრცელდება არა ტერიტორიის მიხედვით, არამედ ეკონომიკური სეგმენტის ანუ საქმიანობის შესაბამისად.


აქედან გამომდინარე, ზონის ერთი მიმართულებაა ტერიტორიული ნაწილი, ხოლო მეორე ეკონომიკურ სეგმენტს და კონკრეტულ სექტორს უჭირავს. - აღნიშნა პაატა შურღაიამ.


შურღაიას თქმით საქართველოში სულ ხუთი ინდუსტრიული ზონა გვხვდება.



ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;


ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ეს იყო პირველი ზონა, რომელიც შეიქმნა საქართველოში 2008 წელს. ზონის შექმნას თან ახლდა დიდი გათვლები ისეთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებაში როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტექნოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული განვითარება და ა.შ. ზოგადად, ეს არის ის ძირითადი ელემენტები, რაც ხდის ზონას მიმზიდველად და ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებად, რომელსაც მიმართავენ როგორც განვითარებადი ტიპის, ასევე განვითარებული ტიპის ქვეყნები. ამ კუთხით ზონის ბევრი წარმატებული მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ. 


რაც შეეხება დანარჩენს ზონებს, ქუთაისში არსებობს ორი ზონა,  - ჰუალინგის  თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ქუთაისის თიზი. თბილისში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი  ზონა, რომელიც  თავისი არსით ჰგავს ე.წ. მეორე ტიპის ზონის მახასიათებელს ანუ ზონა, რომელიც მხოლოდ გარკვეული სახეობის სამეწარმეო საქმიანობის მიმართ გამოიყენება. -  აღნიშნა პაატა შურღაიამ.


პაატა შურღაიამ კონკურენციის  ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც გეოგრაფიის, ასევე იდეოლოგიის მიმართულებით საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების კონკურენტი შავი ზღვის აუზის  ქვეყნებიდან არის თურქეთი და რუმინეთი.


შეიძლება გავარჩიოთ განვითარებადი და განვითარებული ტიპის ქვეყნების ინტერესები ზონების მიმართ. ეს ინტერესები განსხვავებულია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენნაირი ტიპის განვითარებად  ქვეყნებზე, ინტერესი არის, რომ მოვიზიდოთ  ინვესტიციები, რადგან  დეფიციტია და  გვინდა მაქსიმალურად დავაინტერესოთ  ინვესტორები საქართველოში ფულის დაბანდებით, რაც გაზრდის წარმოებას, მრეწველობას და ხელს შეუწყობს ვაჭრობას. ხოლო,  განვითარებულ  ქვეყნებში  მიზეზი ჭარბი  ინვესტიციების  მაქსიმალური შენარჩუნებაა.


პაატა შურღაიას თქმით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეიძლება რამდენიმე საქმიანობის სეგმენტი იყოს წარმოდგენილი, მისივე თქმით ასეთია ვაჭრობასთან და საქონლის მიმოქცევასთან დაკავშირებული საქმიანობები, ასევე ისეთი ეკონომიკური სეგმენტი, როგორიცაა სამრეწველო ნაწილთან დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, საქართველოში ზონები მიდის იმ ეტაპზე, რომ მათი არსებობის ხანგრძლივობა შეიძლება ამოიწუროს სხვა სიტყვებით, მათი მონაწილეობა ეკონომიკური დოვლათის შექმნაში დარჩეს მუდამ მინიმალისტური.


მიუხედავად OECD (ეკონომიკური თანამშრომლობის და  განვითარების ორგანიზაცია) მიდგომის და მეთოდოლოგიის დააკმაყოფილებისა 3 წლის თავზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საქმიანობის მასშტაბები - არეალი უფრო და უფრო იკუმშება და მცირდება.


მომსახურეობის  ტიპის კომპანიებთან/საქმიანობასთან მსოფლიო პრაქტიკა არის განსხვავებული, როგორც ავღნიშნეთ ასეთ ზონებს ოფშორული ზონები ეწოდება -  აღნიშნა პაატა შურღაიამ


შურღაიას თქმით, ზონებთან მიმართებაში საქართველოში  სამი ტიპის ნორმით რეგულირდება, ესენია:


1. კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების  შესახებ

2. საქართველოს  საგადასახადო კოდექსი

3. საბაჟო კოდექსი


შურღაიამ აღნიშნა, რომ სამომავლოდ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში საინტერესო აღარ იქნება, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია ის იდეა, პათოსი და შეღავათები, მათ შორის თავისუფლების გაზიარება, რაც მათი შექმნისას მოიაზრებოდა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up