„ახტალაში“ ტურისტული სეზონი შეზღუდვების მოხსნისთანავე განახლდება, კურორტის სრული რეაბილიტაცია კი 2023 წელს დასრულდება

„ახტალაში“ ტურისტული სეზონი შეზღუდვების მოხსნისთანავე განახლდება, კურორტის სრული რეაბილიტაცია კი 2023 წელს დასრულდება

access_time2020-05-15 11:50:14

სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტი  „ახტალას“ ახალი შენობა 2023 წელს დასრულდება.ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, საუბარია, მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე. კურორტზე არსებული ძველი შენობა კი სეზონის გასხნას, 15 ივნისიდან  ქართველ,  ხოლო ივლისიდან უცხოელ დამსვენებლებსაც ელოდება-ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის ხელმძღვანელმა გიორგი უტიაშვილმა განუცხადა.


მისი ინფორმაციით,კორონავირუსის მიუხედავად, მათი გეგმები არ შეცვლილა და  მუშაობა   არქიტექტურულ პროექტზე, რომელსაც ისრაელში მოქმედი კომპანია ამზადებს ისევ გრძელდება.


„განახლებული სანატორიუმი 2023 წელს დასრულდება და პირველ სტუმარს უმასპინძლებს.ზაფხულიდან კი დაიწყება სასტუმროს ტიპის  სანატორიუმის  მშენებლობა. მანამ კი დამსვენებლებს ველოდებით უკვე არსებულ შენობაში, სადაც მათთვის საჭირო პროცედურებს მიიღებენ.“-აღნიშნა უტიაშვილმა.  




ახტალას“ ხელმძღვანელმა  „კომერსანტს“ მოახლოებულ  ტურისტულ სეზონზე და ფასებზეც ესაუბრა. მისი განმარტებით, კორონავირუსს მათზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია რადგან სეზონი მხოლოდ ახლა იწყება. თუმცა, კურორტის ხელმძღვანელი  აღნიშნავს, რომ  „ახტალა“  წელს დამსვენებლებს ლარის დევალვაციისა და გაძვირებული პროდუქციის გამო, მომატებული ფასებით მიიღებს.


„სეზონს განვაახლებთ შეზღუდვების მოხსნისთანავე. წელს ტურიზმს რომ ძალიან უჭირს ეს ცხადია, თუმცა, ჩვენი დამსვენებლების 80% ყოველთვის ქართველები იყვნენ და  ვიმედოვნებ წელსაც გვეწვევიან. ამ ეტაპზე უცხოელები არ გვიკავშირდებიან, რადგან საერთაშორისო მიმოსვლის განახლებას ელოდებიან. რაც შეეხება ფასებს,  მოიმატებს, თუ ადრე ერთი დღის ღირებულება  100 ლარამდე იყო, რაშიც სამჯერადი კვება და ტალახის პროცედურებიც შედიოდა, ახლა შედარებით ძვირი იქნება.  ეს გამოიწვია ლარის გაუფასურებამ, გაძვირდა  პროდუქტი  და ჰიგიენური საშულებებიც.  გარდა ამისა ვიმუშავებთ  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციებით, რომელიც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.“-აცხადებს გიორგი უტიაშვილი.


შეგახსენებთ,სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა. კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“.აღნიშნული კომპანია საქართველოში გასული წლის მარტში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ი,ხოლო დირექტორი, ირაკლი ხუჭუაა, რომელიც რეესტრის მიხედვით საქართველო-რუსეთის მოქალაქეა.


ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.


ნათია ლომიძე


თეგები:
ახტალა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up