„მთავრობის სამივე გადაწყვეტილება საბანკო სექტორს ფისკალურ ხარჯს უზრდის“ - ალექსანდრე ძნელაძე

„მთავრობის სამივე გადაწყვეტილება საბანკო სექტორს ფისკალურ ხარჯს უზრდის“ - ალექსანდრე ძნელაძე

access_time2022-12-06 19:00:29

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საბანკო და საფინანსო სექტორი ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან. გარდა ამისა მთავრობამ საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის 15-დან 20%  მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რა  გავლენა ექნება  ამ  პროცესს საბანკო სექტორზე და მომხმარებელზე,  ამ  და  სხვა თემებზე,  რადიო „კომერსანტის„ გადაცემაში „კომერსანტის დილა“  საბანკო ასოციაციის  ხელმძღვანელმა ალექსანდრე  ძნელაძემ ისაუბრა, მისი  თქმით აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების რეალიზაციასა და იმპლემენტაციისთვის ძალიან მცირე დროა დარჩენილი, თუმცა ლოგიკა იმაშია, რომ აღნიშნული ცვლილებების შეტანა საანგარიშგებო წლამდე უნდა მოხდეს და დამატებით პრობლემები არ გამოიწვიოს. 


„კიდევ ერთი ცვლილება არის ის, რომ მომავალი წლიდან საბანკო სექტორი, მიკრო საფინანსო და სესხის გამცემი სუბიექტების აღრიცხვიანობა AFRS სტანდარტით იქნება, ანუ რეალურად სესხების აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტით მოხდება, რაც საბანკო სექტორისთვის დამატებითი ხარჯია.


ესტონური მოდელზე ერთი თვით ადრე იყო გაჟღერებული, რომ შესაძლოა ბანკი ამ მოდელზე არ გადასულიყო და მისი ამოქმედება გადავადებულიყო. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამივე გადაწყვეტილება საბანკო სექტორს ფისკალურ ხარჯს უზრდის“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

 



ძნელაძის თქმით როდესაც საუბარია იმაზე, რომ საბანკო სექტორს ხარჯი ეზრდება, ამ დროს კონკრეტულად ბიზნესთან მიმართებაში გარკვეული ხარჯების კომპენსირება და სხვადასხვა მეთოდით ხარჯების ოპტიმიზირება ხდება.



„ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ესტონური მოდელი საბანკო სექტორისთვის აქამდე არ მოქმედებდა და იმედი გვქონდა რომ ამოქმედდებოდა და ეს ნამეტი მოგება კაპიტალში აკუმულირდებოდა , მეორე გადაწყვეტილება  ეს  არის მოგების  გადასახადის 15% - იდან 20 % - მდე ზრდა, მაგრამ პარალელურად  უქმდება დივიდენდის გადასახადი, დივიდენდის გადასახადი არ იყო ბანკის გადასახადი , ეს იყო ინვესტორის გადასახადი და  ესტონური მოდელის  შემთხვევაშიც და ისეც მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება მისი გადახდა თუ ხდება დივიდენდის გაცემა.  ამ  შემთხვევაში  15- და 20 % მდე  ზრდა და ესტონური მოდელის გაუქმება საბანკო  სექტორისთვის საგადასახადო ხარჯს ავტომატურად ზრდის“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up