დღეს საქართველოში, კოვიდცენტრებში 345 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე განცხადებით, მათგან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია შეყვანილი. ერთი პაციენტი რუსეთიდანაა შემოსული, მეორე კი - აზერბაიჯანიდან.
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.