სამინისტრო: საქართველოს ისტორიაში პირველად, ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა

სამინისტრო: საქართველოს ისტორიაში პირველად, ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა

access_time2022-06-15 18:30:00

UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი) და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (დედოფლისწყარო) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„გადაწყვეტილება ქ. პარიზში, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში მიიღეს. UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის სამდივნომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა.



აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დღევანდელ დღემდე, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით.



ქ.პარიზში გამართულ საბჭოს სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდნენ.




ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად. ბიოსფერული რეზერვატი ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. იზრდება დაინტერესება ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა.



საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან მიმდინარეობდა. პრიორიტეტი მიენიჭა კახეთის რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ბიოსფერული რეზერვატის განვითარებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.



UNESCO-ში წარსადგენად ნომინაციების მომზადება გერმანიისა მთავრობის, ზუკოვის ფონდის, GIZ-ის და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) თანამშრომლობით განხორციელდა. 2021 წლის დეკემბერში კი, ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისა’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის’’ სრული დოკუმენტაცია, საქართველოს მთავრობის სახელით, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ სამდივნოში გაიგზავნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up