სამინისტრო: ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი ემატება

სამინისტრო: ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი ემატება

access_time2022-08-08 17:00:00

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში და მტკიცდება ახალი 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს და განხორციელების ანგარიშს საქართველოს მთავრობას სამ წელიწადში ერთხელ წარუდგენს.



აღნიშნული ცვლილებით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ემატება ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი: სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, პლასტიკის ნარჩენების მართვა, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა, ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება; შესაბამისად, ახალი რეალობების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ახალი ამოცანები.




ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მიზანია ეროვნულ დონეზე ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და მიზნების 15-წლიანი პერიოდისთვის განსაზღვრა და საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება – ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან ეტაპობრივი დაახლოების გზით.



ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა მომზადებული იქნა ნარჩენების მართვის კოდექსისა და სტრატეგიის შესაბამისად და მასში გაწერილია ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები როგორიცაა: კანონმდებლობის სრულყოფა და მისი სრული ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციებთან; მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისის სრული მიწოდება ყველა დასახლებული პუნქტისათვის; მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელების და გადამტვირთი სადგურების მოწყობა და ძველი ნაგავსაყრელების დახურვა; სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; სახიფათო ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება; პლასტიკის ნარჩენების პრევენციისა და დამუშავების ღონისძიებების ხელშეწყობა; ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; ნარჩენების რეციკლირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლებისა და ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up